From Wikipedia, the free encyclopedia
კრასნოდარის მხარე (რუს. Краснодарский край) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის სამხრეთის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — კრასნოდარი. დაარსდა 1937 წლის 13 სექტემბერს.
კრასნოდარის მხარე მდებარეობს სამხრეთ რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე. საზღვრის სიგრძეა 1540 კმ. საიდანაც 740 კილომეტრი საზღვაოა. მხარეს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სტავროპოლის მხარე და ყარაჩაი-ჩერქეზეთი ჩრდილოეთიდან როსტოვის ოლქი, სამხრეთიდან საქართველო, ხოლო მის საზღვრებს შიგნითაა მოქცეული ადიღეს რესპუბლიკა. რელიეფი მთიანი და ვაკეა. უმეტესი ნაწილი უჭირავს შავმიწა სტეპურ ყუბან-აზოვისპირა ვაკეს (ყუბანისპირა ვაკე). სამხრეთით — კავკასიონის ჩრდილოეთი კალთები და შტოქედები დაფარულია ტყით (წიფელი, სოჭი, ნაძვი). მთავარი მდინარეა ყუბანი.
2010 წლის აღწერების მიხედვით კრასნოდარის მხარის ეროვნული შემადგენლობა ასეთია:
ეროვნება | რაოდენობა (2010 ათ.) |
---|---|
რუსები | 4522,8 (88,3 %) |
სომხები | 281,7 (5,5 %) |
უკრაინელები | 83,7 (1,6 %) |
თათრები | 24,8 (0,5 %) |
ბერძნები | 22,6 (0,4 %) |
ქართველები | 17,8 (0,3 %) |
ბელარუსები | 16,9 (0,3 %) |
ადიღეელები | 13,8 (0,3 %) |
ბოშები | 12,9 (0,3 %) |
გერმანელები | 12,2 (0,2 %) |
აზერბაიჯანელები | 10,2 (0,2 %) |
კაზაკები | 5,3 (0,1 %) |
თურქები | 8,5 (0,2 %) |
2008 წლის 1 იანვრის მონაცემების მიხედვით უდიდესი ქალაქებია: კრასნოდარი (709,7 ათ. კაცი), სოჭი (334,3 ათ. კაცი), ნოვოროსიისკი (283,8 ათ. კაცი), არმავირი (189,1 ათ. კაცი).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.