კრაკ-დე-შევალიეს აღება

From Wikipedia, the free encyclopedia

კრაკ-დე-შევალიეს აღება

კრაკ-დე-შევალიეს აღებამერვე ჯვაროსნული ლაშქრობის და ჯვაროსნული ლაშქრობების ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლა. 1271 წელს ბრძოლის შედეგად სულთანმა ბეიბარს I-მა აიღო ციხესიმაგრე კრაკ-დე-შევალიე. ლუი IX-ის სიკვდილის შემდეგ 1270 წელს 29 ნოემბერს ბეიბარს I გაემგზავრა ჩრდილოეთით რათა აეღო ციხესიმაგრე.

სწრაფი ფაქტები კრაკ-დე-შევალიეს აღება, თარიღი ...
კრაკ-დე-შევალიეს აღება
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
Thumb
ციხსიმაგრე კრაკ-დე-შევალიე
თარიღი მარტი, 1271
მდებარეობა კრაკ-დე-შევალიე
შედეგი მამლუქებმა აიღეს კრაკ-დე-შევალიე
მხარეები
ჰოსპიტალიერები მამლუქების სასულთნო
მეთაურები
უცნობია ბეიბარს I
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია
დახურვა

ალყა

გზად კრაკ-დე-შევალისაკენ ბეიბარს I-მა დაიპყრო მცირე ზომის ციხესიმაგრეები მათ შორის შასტელბლანი (თეთრი ციხესიმაგრე). 1271 წლის 3 მარტს ბეიბარსის არმია მიუახლოვდა კრაკ-დე-შევალიეს[1]. სასახლე, სულთანის მობრძანების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ მამლუქებს არმიას ბლოკირებული ჰქონდათ რამდენიმე დღის განმავლობაში. სამი არაბული წყარო იძლევა მონაცემებს ციხესიმაგრის აღების შესახებ, მათ შორის იბნ შადადიც. გლეხები რომლებიც ამ რაიონში ცხოვრობდნენ გარბოდნენ ციხესიმაგრეში და იმალებოდნენ ციხესიმაგრის ეზოში. როგორც კი ბაიბარს I ჩამობრძანდა მან დაიწყო კონსტრუქციის მშენებლობა კედლების დასანგრევად. იბნ შაბაბის თანახმად, ორი დღის შემდეგ თავდაცვის პირველი ხაზი დაიპყრეს აჯანყებულებმა[2].

წვიმამ შეაჩერა ალყა, მაგრამ 21 მარტს მაინც აიღეს ბარბაკანი, ხოლო 29 მარტს სამხრეთ-დასავლეთის კოშკი აიღეს და დაანგრიეს. ბეიბარსის არმია უტევდა პირდაპირ და შეიჭრა ციხე სიმაგრის ეზოში მას თან მიჰყვებოდნენ გამოქცეული გლეხები.

კაპიტულაცია

ათდღიანი სიჩუმის შემდეგ აჯანყებულებმა გადასცეს წერილი თითქოს და ეს წერილი იყო ჰოსპიტალიერების დიდი მაგისტრის რომელიც აძლევდა მათ უფლებას დანებებოდნენ. ეს წერილი იყო ყალბი. გარნიზონმა მოახდინა კაპიტულაცია და სულთანმა ისინი შეიბრალა. ციხესიმაგრის ახალმა მფლობელებმა დაიწყეს ციხესიმაგრის რემონტი და მათ იგი გადააქციეს მეჩეთად[3].

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.