კოჟიკოდე
From Wikipedia, the free encyclopedia
კოჟიკოდე (ინგლ. Kozhikode; ასევე ცნობილია ინგლისური სახლწოდებით, კალიკუტი; ინგლ. Calicut) − ქალაქი მალაბარის სანაპიროზე, ინდოეთის შტატ კერალაში. ქალაქის მოსახლეობა 609 224 ადამიანს შეადგენს,[1] ხოლო მეტროპოლიური მოსახლეობის რაოდენობა 2 მილიონს აღემატება.კოჟიკოდე მეორე უდიდესი მეტროპოლიური ტერიტორიაა კერალაში და მე-19 ადგილზეა ინდოეთის მასშტაბით.[2] ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კოჟიკოდეს II დონის ქალაქს მიეკუთვნება.[3]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
კოჟიკოდე | |
| |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 11°14′52″ ჩ. გ. 75°46′49″ ა. გ. |
ფართობი | 177 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1 მეტრი |
მოსახლეობა | 431 560 |
საფოსტო ინდექსი | 673001 |
ოფიციალური საიტი | http://www.kozhikode.nic.in/ |
კოჟიკოდე უდიდესი ქალაქია მალაბარის რეგიონში. ბრიტანული მმართველობის ხანაში მალაბარის რაიონის დედაქალაქი იყო. ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში კოჟიკოდეს „სანელებლების ქალაქს“ უწოდებდნენ, რადგანაც ინდური სანელებლების მთავარი სავაჭრო პუნქტი იყო.[4] იყო ამავე სახელის მქონე დამოუკიდებელი სამეფოს დედაქალაქი, რომელსაც ზამორინები მართავდნენ. შუა საუკუნეების სამხრეთ ინდოეთის სანაპიროზე კოჟიკოდე მთავარ პორტს წარმოადგენდა ჩინელებისთვის, სპარსელებისთვის, არაბებისა და ევროპელებისთვის.[5] ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის, „Indicus Analytics“, მიერ 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოჟიკოდე მეორე საუკეთესო ქალაქია ინდოეთში საცხოვრებლად.[6]2023 წლის ნოემბერში კოჟიკოდე ინდოეთის მასშტაბით პირველი ქალაქი გახდა, რომელიც იუნესკომ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის სიაში შეიტანა.