კოზიმო III მედიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
კოზიმო III დე’ მედიჩი (იტალ. Cosimo III de' Medici; დ. 14 აგვისტო, 1642 — გ. 31 ოქტომბერი, 1723) — მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის ჰერცოგ ფერდინანდო II-ისა და ვიტორია დელა როვერეს ვაჟი. ტოსკანის დიდი ჰერცოგი 1670-1723 წლებში. იგი ტოსკანის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი მმართველი იყო. ცოლად ჰყავდა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ბიძაშვილი, მარგარიტა ლუიზა ორლეანელი, რომელთანაც უიღბლო ქორწინების მიუხედავად სამი შვილი ჰყავდა. მისი უფროსი ვაჟი ნაადრევად დაიღუპა, რის გამოც მის მემკვიდრედ მისივე ასული, ანა მარია ლუიზა და ვაჟი, ჯან გასტონე მოიაზრებოდნენ. მისი დაღუპვის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ავიდა, რომელიც მალევე უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც შეწყდა მედიჩების დინასტია და ტოსკანაში ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები გამეფდნენ.
სწრაფი ფაქტები ტოსკანის დიდ ჰერცოგი, მმართ. დასაწყისი: ...
კოზიმო III მედიჩი | |
---|---|
ტოსკანის დიდ ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 23 მაისი, 1670 |
მმართ. დასასრული: | 31 ოქტომბერი, 1723 |
წინამორბედი: | ფერდინანდო II მედიჩი |
მემკვიდრე: | ჯან გასტონე მედიჩი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 აგვისტო, 1642 |
დაბ. ადგილი: | პიტის სასახლე, ფლორენცია, ტოსკანა |
გარდ. თარიღი: | 31 ოქტომბერი, 1723, (81 წლის) |
გარდ. ადგილი: | პიტის სასახლე, ფლორენცია, ტოსკანა |
მეუღლე: | მარგარიტა ლუიზა ორლეანელი |
შვილები: |
ფერდინანდო, ტოსკანის პრინცი ანა მარია ლუიზა, პფალცის კურფიურსტი ჯან გასტონე, ტოსკანის ჰერცოგი |
დინასტია: | მედიჩები |
მამა: | ფერდინანდო II, ტოსკანის ჰერცოგი |
დედა: | ვიტორია დელა როვერე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა