From Wikipedia, the free encyclopedia
კოგის შტატი (ინგლ. Kogi State) — შტატი ნიგერიის ცენტრში. ხალხში მას ეძახიან შეერთების შტატს, რადგანაც შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ლოკოჯა, თანამედროვე ნიგერიის პირველი ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც მდებარეობს მდინარეების ნიგერის და ბენუეს შეერთების ადგილას.
შტატი | |
---|---|
კოგის შტატი ინგლ. Kogi State | |
| |
ქვეყანა | ნიგერია |
ადმ. ცენტრი | Lokoja |
შიდა დაყოფა | Adavi[1] [2] , Bassa[1] [2] , Ankpa[1] [2] , Ajaokuta[1] [2] , Dekina[1] [2] , Idah[1] [2] , Ibaji[1] [2] , Igalamela-Odolu[1] [2] , Ijumu[1] [2] , Mopa-Muro[1] [2] , Lokoja[1] [2] , Ofu[1] [2] , Kabba/Bunu[1] [2] , Ogori/Magongo[1] [2] , Okehi[1] [2] , Olamaboro[1] [2] , Okene[1] [2] , Omala[1] [2] , Yagba West[1] [2] , Yagba East[1] [2] და Kogi[1] [2] |
კოორდინატები | 7°30′00″ ჩ. გ. 6°42′00″ ა. გ. |
დაარსდა | 27 აგვისტო, 1991 |
ფართობი | 29 833 კმ² |
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 3 314 043 კაცი (2006) |
სიმჭიდროვე | 111,09 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
საფოსტო ინდექსი | 260001 |
ოფიციალური საიტი | example.com |
კოგის შტატი შეიქმნა 1991 წლის 27 აგვისტოს კვარის და ბენუეს შტატების ნაწილებისაგან.
დეღეისათვის შტატში ცხოვრობენ შემდეგი ეთნიკური ჯგუფები: იგალა, ებირა, ოკუნი (იორუბას მონათესავე ხალხი) და ბასა.
კოგის შტატი დაყოფილია 21 თვითმმართველობის რაიონად.
კოგის შტატი დედაქალაქის ფედერალურ ტერიტორიას აკავშირებს სამხრეთის 22 შტატთან. დედაქალაქის ფედერალურ ტერიტორიასთან უშუალო სიახლოვის გამო, ქალაქ აბუჯის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება შიდა და საერთაშორისო რეისებს. შტატში ასევე კარგად არის განვითარებული სატელეკომუნიკაციო მომსახურება.
კოგის შტატი, თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ტურისტებს სთავაზობს დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს. ესაა ველური ბუნების დათვალიერება, ასევე ისტორიული და კულტურული ძეგლები. ქვეყნის დედაქალაქ აბუჯიდან სულ რაღაც 2 სთ-ის სავალ მანძილზე ტურისტებს შეუძლიათ დაგეგმონ ერთდღიანი მარშრუტები მათ მიერ დაინტერესებულ ადგილებში. შტატის მთავარი ღირსშესანიშნაობებია კოლონიალური პერიოდის ძეგლები, როგორებიცაა, მაგალითად, ლორდ ლუგარდის სახლი, მდინარეების — ნიგერის და ბენუეს შეერთების ადგილი, ოგიდი (Ogidi) (აფრიკული ქალაქი არაჩვეულებრივი ფორმის კლდოვანი ქვებით (Igneous Rock) და ტრადიციული წარმოებით).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.