კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები
ბოტანიკური ბაღის ყველაზე დიდი კომპლექსი / From Wikipedia, the free encyclopedia
კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები ან უბრალოდ კიუს ბაღები (ინგლ. Kew Gardens) — 121 ჰექტარზე[1] გადაჭიმული ბაღები და ბოტანიკური სათბურები ლონდონის სამხრეთით, ქალაქ რიჩმონდსა და კიუს შორის. შეიქმნა 1759 წელს.[2] ბაღში მნიშვნელოვანი ბოტანიკური კვლევები მინდინარეობს. წელიწადის განმავლობაში ის დაახლოებით 2 მლნ მნახველს იღებს.[3]
კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 51°28′45″ ჩ. გ. 0°17′34″ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2003 (27-ე სესია) |
ნომერი | 1084 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ბაღებში 30 000 სახეობის სხვადასხვა მცენარეა კულტივირებული, ხოლო ჰერბარიუმში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, დაცულია 7 მლნ სახეობის მცენარე. კვლევით სამუშაოებს ახორციელებს 650 მეცნიერი. აქ მდებარე ბიბლიოთეკა შეიცავს 750 000 ტომს, მცენარეთა 175 000 ილუსტრაციასა და ნახატს.[4]
ბაღის წინამორბედი, ქალაქ ტიუკსბერის ლორდის, ჯონ კაპელის ეგზოტიკურ ბაღს წარმოადგენდა. მისი გაფართოება შემდგომ წლებში სხვა ადამიანებმა ითავეს. მის გამდიდრებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-მ. 1781 წელს, მეფემ ბაღის ტერიტორიაზე მდებარე „ჰოლანდიური სახლი" იყიდა, როგორც სამეფო კარის საბავშვო ბაღი.
1840 წელს კიუს ბაღები ეროვნულ ბოტანიკურ ბაღად გადაიქცა.
2003 წელს, ბაღები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.