From Wikipedia, the free encyclopedia
კიროვის რაიონი (რუს. Кировский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კიროვსკი. რაიონის ფართობია 2590.5 კმ², რაც ლენინგრადის ოლქის საერთო ფართობის 3,08 %-ია. აღმოსავლეთით — ვოლხოვის, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კირიშის, სამხრეთ-დასავლეთით — ტოსნოს და ჩრდილო-დასავლეთით კი ვსევოლოჟსკის რაიონები ესაზღვრება. ასევე დასავლეთით ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი — სანქტ-პეტერბურგი, ხოლო ჩრდილოეთით — ლადოგის ტბა ესაზღვრება.
მუნიციპალური რაიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
კიროვის რაიონი Кировский район | |||||
| |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ადმ. ცენტრი | კიროვსკი[1] | ||||
შიდა დაყოფა | Otradnenskoye urban settlement[1] , Sinyavinskoye urban settlement[1] , Shlisselburgskoye urban settlement[1] , Kirovskoye urban settlement[1] , Mginskoye urban settlement[1] , Naziyevskoye urban settlement[1] , Pavlovskoye urban settlement[1] , Priladozhskoye urban settlement[1] , Putilovskoye rural settlement[1] , Sukhovskoye rural settlement[1] და Shumskoye rural settlement[1] | ||||
კოორდინატები | 59°52′26″ ჩ. გ. 31°00′15″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1 აპრილი, 1977 | ||||
ფართობი | 2590.5 კმ² | ||||
მოსახლეობა | 101 353 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 39.12 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81362 | ||||
ოფიციალური საიტი | kirovsk-reg.ru | ||||
კიროვის რაიონის ტერიტორიაზე კლიმატი ზომიერი კონტინენტური და ნესტიანია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -7,7 °C, ხოლო ივლისის +17,7 °C-ია. რაიონში მოიპოვება ხრეში, ქვიშა, თიხა, კაოლინი და სხვა. მათ დასამუშავებლად ფუნქციონირებს რამდენიმე საწარმო.
კიროვსკის რაიონი წარმოიქმნა 1977 წლის 1 აპრილს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანების საფუძველზე, ვოლხოვისა და ტოსნოს რაიონების დაწვრილერთეულების შედეგად. რაიონის შემადგენლობაში 2 რაიონული მნიშვნელობის ქალაქი (ოტრადნოე და პეტროკრეპოსტი), 5 დაბა (მგა, ნაზია, პავლოვო, პრილადოჟსკი, სინიავინო) და 5 სოფსაბჭო შევიდა. ადმინისტრაციული ცენტრი კი საოლქო მნიშვნელობის ქალაქი კიროვსკი გახდა.
2006 წლის 1 იანვარს საოლქო კანონის შესაბამისად რაიონს მიენიჭა მუნიციპალური რაიონის სტატუსი, ხოლო მის დაქვემდებარებაში შევიდა 8 საქალაქო და 3 სასოფლო დასახლება, კიროვსკი და შლისელბურგი რაიონის შემადგენლობაში შევიდნენ, როგორც ცალკეული საქალაქო დასახლებები.
წელი | მოსახლეობა, ადამ. | წყარო | შენიშვნა |
---|---|---|---|
1979 | 63 284[2] | სსრკ-ის1979 წლის აღწერა | კიროვსკის გარეშე (16 985 ადამ.) |
1989 | 74 725[3] | სსრკ-ის 1989 წლის აღწერა | კიროვსკის გარეშე (23 655 ადამ.) |
2002 | 60 221[4] | რუსეთის 2002 წლის აღწერა | კიროვსკისა (24 361 ადამ.) და შლისელბურგის გარეშე (12 401 ადამ.) |
2010 | 101 353 | 2010 წლის აღწერა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.