იამაიკის დედაქალაქი From Wikipedia, the free encyclopedia
კინგსტონი (ინგლ. Kingston) — იამაიკის დედაქალაქი, ქვეყნის უდიდესი ქალაქი და მთავარი ნავსადგური. მდებარეობს კარიბის ზღვაში, იამაიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ქალაქს ზღვის მხრიდან პალისადოსის გრძელი და ვიწრო სრუტე ეკვრის, რომლითაც დაკავშირებულია ქალაქ პორტ-როიალთან. არის ამერიკის აშშ-ის სამხრეთით მდებარე უდიდესი ინგლისურენოვანი ქალაქი. იგი არა მარტო ქვეყნის დედაქალაქი, არამედ სამკერვალო და კვების მრეწველობის ცენტრია.
დედაქალაქი | |
---|---|
კინგსტონი Kingston | |
A city which hath foundations | |
ქვეყანა | იამაიკა |
რეგიონი | სურეი |
ოლქი | კინგსტონი |
კოორდინატები | 17°59′00″ ჩ. გ. 76°48′00″ დ. გ. |
დაარსდა | 1692 |
ფართობი | 480 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 9 მ |
მოსახლეობა | 1,243,072[1] კაცი (2019) |
სიმჭიდროვე | 1 358 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 |
ოფიციალური საიტი | http://www.ksac.gov.jm/ |
ქალაქი დაარსდა 1692 წელს დიდი ბრიტანელების მიერ. 1872 წელს ქალაქში იამაიკის ადმინისტრაცია მდებარეობდა. დედაქალაქის სტატუსი მიიღო 1962 წელს, დამოუკიდებლობის სტატუსის მიღებისთანავე, დაარსებიდან 300 წლისთავზე. ქალაქის ღარიბულ უბნებში წარმოიქმნა რეგი - ახალი მუსიკალური ჟანრი, რომელიც სკის პრინციპებზეა შექმნილი და წარმოადგენს აფრიკული, ევროპული და ლათინოამერიკული მუსიკის სინთეზსს. კინგსტონი ორი ნაწილისაგან შედგება — ქალაქის ისტორიული ცენტრი და ახალი კინგსტონი. ორივე მათგანს ემსახურება ნორმან მანლის საერთაშორისო აეროპორტი, აგრეთვე შედარებით პატარა ტინსონ პენის აეროდრომი.
2001 წლის მონაცემებით კინგსტონის რაიონის მოსახლეობა იყო 96,052. ქალაქს აღმოსავლეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით მხოლოდ სანტ-ანდრიუ ესაზღვრება.
1976 წლის იანვარში კინგსტონში სახელმწიფოთშორისო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის შედეგადაც, დღესღდეისობით, მთელ მსოფლიოში მოქმედებს იამაიკის სავალუტო სისტემა. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში 1,243,072 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა უმრავლესობას აფრიკული წარმოშობის ხალხი და მეტისები შეადგენენ. სახელმწიფო ენა ინგლისურია, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა ადგილობრივ დიალექტზე საუბრობს.
1992 წელს მომხდარმა მიწისძვრამ მაშინდელი დასახლება პორტ-როიალი გაანადგურა; გადარჩენილი ხალხი მომდევნო წელს (1993), ლიგუანას დაბლობზე, დასახლდა და აქედან შეიქმნა ქალაქი სახელად კინგსტონი. მიწისძვრამდე ქალაქის ტერიტორიას იამაიკელები მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიზნით იყენებდნენ. 1716 წელს კინგსტონი იამაიკის უმსხვილესი ქალაქი და ვაჭრობის მთავარი ცენტრი გახდა. ამ პერიოდში მთავრობამ ხალხს ზღვისპირა მიწები დაურიგა (დაახლოებით ის ფართოთი, რამდენსაც ისინი აწ უკვე დანგრეულ პორტ-როიალში ფლობდნენ). თანდათანობით მდიდარმა ვაჭრებმა სახლები ფერმების ზემოთ, ლიგუანას დაბლობზე გადაიტანეს.
პირველი უფასო სკოლა (ვოლმერსის სკოლა) 1729 წელს დაარსდა;[2] აგრეთვე აქ იყო თეატრი, რომელიც ჯერ ჰარბორის ქუჩაზე, ხოლო 1774 წელს ნორზ პარადში გადაიტანეს. ორივე მათგანი დღემდე არსებობს. 1780 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა 11,000-ს მცხოვრებს ითლიდა.
XVIII საუკუნის ბოლოსთვის კინგსტონში 3000-ზე მეტი აგურის შენობა იდგა. ნავსადგურმა ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას; აღნიშნულმა პორტმა XVIII საუკუნის რამდენიმე საზღვაო ბრძოლაშიც მიიღო მონაწილეობა. კინგსტონმა იმდროინდელი იამაიკის დედაქალაქის, სპანიშ ტაუნის ფუნქციები მიითვისა. 1788 წლისთვის ქალაქის მოსახლეობამ 25,000 მიაღწია, რაც მთელი კუნძულის მოსახლეობის დაახლოებით მეათედი იყო. ამ პერიოდში ყოველი მეოთხე ადამიანი თეთრკანიანი იყო, ხოლო ყოველი ხუთი მცხოვრებიდან სამი - თავისუფალი. მოსახლეობის დანარაჩენ ნაწილს, თითქმის 60%-ს, აფრიკელი მონები შეადგენდნენ.
1872 წელს მთავრობამ მიიღო აქტი, რომლის მიხედვითაც მთავრობის ოფისები სპანიშ ტაუნიდან კინგსტონში უნდა გადატანილიყო. ქალაქი აღნიშნულ სტატუსს დამოიკიდებლობის მოპოვებისასაც (1962) ინარჩუნებდა.
კინგსტონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აფრიკული წარმოშობისაა. ეთნიკურ უმცირესობებს შორის უდიდეს ჯგუფებს ქმნიან აღმოსავლეთ ინდოელები და ჩინელები, რომლებიც ქალაქში XIX საუკუნეში, მსახურების სტატუსით ჩამოვიდნენ. ჩინელებს მნიშვნელოვანი როლი უჭურავთ იამაიკის ეკონომიკაში, განსაკუთრებით, კინგსტონის ცენტრისა და შედარებით გარე რეგიონების საცალო ვაჭრობაში. ქალაქში ვხვდებით წარმოშობით ევროპელებს, უმეტესად გერმანელი და დიდ ბრიტანელი ემიგრანტების შთამომავლებს. სირიელები და ლიბანელები ქმნიან ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ეთნიკურ ჯგუფს არა მხოლოდ კინგსტონში, არამედ მთელ კუნძულზე. მცირე ეთნიკური ჯგუფის, ლიბანელების, წარმომადგენელი იყო იამაიკის ერთ-ერთი პრემიერ მინისტრი ედვარდ ფილიპ ჯორჯ სეგა. შერეული-რასების წარმომადგენლები ქვეყანაში მეორე უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს ქმნიან; ქალაქში აგრეთვე არსებობს ებრაელების მცირე ეთნიკური ჯგუფიც.
მთლიანი ქალაქის მოსახლეობის 79.2% შავკანიანია, 12.8% შერეული რასის წარმომადგენელი, 5.2% აზიელი და 3.4% თეთრკანიანი.
ქალაქში მრავალი ქრისტიანული ეკლესიაა; უმეტესობა პროტესტანტური სტილისაა. ძირითად მიმდინარეობებს მიეკუთვნება: ღმერთის ეკლესია, ბაპტიზმი, ანგლიკანიზმი, მეთოდიზმი, კათოლიციზმი, მეშვიდე დღის ავენდისტობა და ორმოცდაათიანელობა.
ქალაქში არსებობს ძლიერი კათოლიკური საზოგადოება, რომელთა ცენტრი წმინდა სამების ტაძარია; ტაძარი მიტროპოლიტენის მთავარეპისკოპოსის ადგილსამყოფელია; იგი აკურთხეს 1911 წელს, რამდენიმე კათოლიკურ სკოლასა და ინსტიტუტთან (უკვდავი კონცეფციის საშუალო სკოლა, წმ. ფრენსის დაწყებითი და ჩვილ ბავშვთა სკოლა, წმიდა ბავშვობის საშუალო სკოლა) ერთად. აღსანიშნავია აფრო-ქრისტიანული სინკრეტიზმიც, რომელსაც ქალაქში მრავალი მიმდევარი ჰყავს.
კინგსტონის ებრაელ მოსახლეობას შაარ შალომის სინაგოგა ემსახურება. ქალაქში ეგრეთვე ვხვდებით ბუდისტებისა და მუსლიმების საზოგადოებებს.
იამაიკის ეკონომიკაში კინგსტონს ცენტრალური ადგილი უკავია. ეკონომიკური საქმიანობის უმეტესი ნაწილი კინგსტონში მიმდინარეობს. ის ფაქტი, რომ სამინისტროების უმეტესობა სწორედ კინგსტონშია განთავსებული, ქალაქს იამაიკის ფინანსურ კერად აქცევს. იამაიკის ნებისმიერ რეგიონთან შედარებით, კინგსტონში უფრო მეტი სკოლა, საავადმყოფო და უნივერსიტეტი მდებარეობს. დედაქალაქი აგრეთვე წარმოადგენს კუნძულის მთავარ სატრანსპორტო კვანძს;[3] მის ტერიტორიაზე მდებარეობს ქვეყნის უმსხვილესი პორტიც.[4] აგრეთვე, კინგსტონში მდებარეობს Air Jamaica-ის სათაო ოფისი.[5]
ქალაქის ძირითად ინდუსტრიებს ტურიზმი, ტანსაცმლის წარმოება და გადაზიდვები წარმოადგენს.[6]\ მიუხედავად ამისა, ქალაქს დღესდღეობით მრავალი ეკონომიკური პრობლემა აწუხებს.
კიგსტონი შემოსაზღვრულია ლურჯი მთებით, წითელი გორაკებით, გრძელი მთებითა და კინგსტონის ნავსადგურით. ქალაქი განლაგებულია ლიგუანას დაბლობზე, მდინარე ჰოპის გასწვრივ. კინგსტონში ხშირად ხდება მიწისძვრები, მათ შორისაა 1907 წელს მომხდარი მიწისძვრა.
კინგსტონს ახასიათებს ტროპიკული კლიმატი, უფრო კონკრეტულად, ტროპიკული სავანის კლიმატი, რომელიც ცხელ, ნაწილობრივ მშრალ კლიმატს ერწყმის. კუნძულზე ვხვდებით წვიმების სეზონს (მაისიდან ნოემბრამდე), რომელიც ემთხვევა ქარიშხლების სეზონს, და მშრალ სეზონს (დეკემბრიდან აპრილამდე). XXI საუკუნეში კინგსტონში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა 38.8 გრადუსია, ხოლო ყველაზე დაბალი - 13.4 გრადუსი. 1895-1990 წლებში ნალექების საშუალო მაჩვენებელი 813 მმ-ია; ყველაზე მაღალი ნალექების საშუალო მაჩვენებელი ოქტომბერში (177 მმ), ხოლო ყველაზე დაბალი მარტში (18 მმ) ფიქსირდება.[7] ნისლი, სეტყვა, ჭექა-ქუხილი და ტორნადოები კინგსტონში ძალიან იშვიათია.[8]
1848 წელს იამაიკის მთავრობამ ახალი სახლების ასაშენებლად კინგსტონი დასავლეთით, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით გააფართოვა. ეს ტერიტორია, საცხოვრებელი რასისა და კლასის თვალსაზრისით, მკაცრად განცალკევებული ადგილი გახდა; 1860 წლისთვის თეთრკანიანთა ელიტის უმეტესი ნაწილი ქალაქის სწორედ ამ ტერიტორიებზე ცხოვრობდა.[9]
კინგსტონის მოსახლეობის ზრდამ არსებული დასახლებები ძალიან გადატვირთა; პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობამ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჭაობები ამოაშრო, რათა ახალი საცხოვრებლები აეშენებინათ. 1935 წლისთვის, მოსახლეობა და სიღარიბის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობდა, რამაც ქალაქის აღმოსავლეთით და დასავლეთით მიყრუებული, შედარებით უკონტროლო ადგილების წარმოქმნა. მოგვიანებით, ეს ტერიტორიები მთავრობის გადაწყვეტილებით დაანგრიეს, ხოლო მოსახლეობა დაბა დენჰამში გადაასახლეს. აწ უკვე დანგრეულ უბნებში ჯამში 3000 ადამიანზე გათვლილი სახლები აიგო; მიუხედავად ამისა, გადასახლებული მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილი არ ეყო - მათი მეექვსედი უსახლკაროდ დარჩა. მოსახლეობის ზრდა მთელს ქალაქის ტერიტორიაზე გაგრძელდა; მეტად გადატვირთულმა საცხოვრებელმა მდგომარეობამ კი ქალაქში ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია.[9]
1960-იან წლებში სუბურბანიზაცია უკვე შესამჩნევი გახდა: საცხოვრებელი ადგილი ლურჯი მთების აღმოსავლეთისკენ გავრცელდა. მოგვიანებით, სივრცის ნაკლებობის გამო, დასახლებულმა ტერიტორიამ ლურჯი მთების მთლიანი აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავა.[10]
ამჟამად, კინგსტონის მოსახლეობის 20% ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც კანონერად მათ არ ეკუთვნით.[11]
ქალაქ კინგსტონში მოწყობილია მრავალი თანამედროვე სტილის პარკი, სადაც ხშირად აღინიშნება იამაიკის სხვადასხვა დღესასწაული თუ ღონისძიება. ყველაზე პოპულარულ პარკებში შედის: ემანსიპაცის პარკი, ჰოუპის ბაღები, დევონის სახლი, გმირთა ეროვნული პარკი, წმინდა უილიამ გრანტის პარკი და მანდელას პარკი.
ჰოუპში მდებარე სამეფო ბოტანიკური ბაღები, რომელსაც ხშირად ჰოუპის ბაღებს უწოდებენ, ეროვნული ღირსშესანიშნაობაა. 2000 ჰექტარი მიწის ნაკვეთით, ჰოუპის ბაღები ინგლისურენოვან არიბებში უდიდესი ბოტანიკური ბაღია. გაშენებულია ლურჯი მთების შედარებით დაბლობ ადგილებზე; თავდაპირველად იგი მაიორ რიჩარდ ჰოუპის ეკუთვნოდა; ბაღების სახელიც სწორედ მისგან მომდინარეობს. 1880 წელს აღნიშნული მიწის 200 აკრი ფართობის ტოლი ადგილი იამაიკის მთავრობამ მიიღო; აღნიშნულ ადგილზე რგავდნენ და აკვირდებოდნენ მცენარეთა ისეთ ჯიშებს, როგორებიცაა ანანასი, კაკაო, ყავა და თამბაქო.
1950-იან წლებში დედოფალი კუნძულს ესტუმრა და ბაღებით ძალიან მოიხიბლა; ამის შემდეგ, მან გასცა ნებართვა, რომ აღნიშნული ტერიტორიას სამეფო ბოტანიკური ბაღების სახელი დარქმეოდა. ბაღების ტერიტორიაზე ვხვდებით ბევრ ეგზოტიკურ ადგილს; აგრეთვე ხარობს იამაიკის რამდენიმე ენდემური ხის სახეობა. წლების განმავლობაში, ქარიშხლების და სხვა ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, მრავალი მნიშვნელოვანი სახეობა გაქრა. მუხედავად ამისა, ბაღებში ჯერ კიდევ ხარობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ხის სახეობა. ჰოუპის ბაღებში ვიმნახველებს მრავალი საინტერესო ადგილის ხილვა შეუძლიათ; მათ შორისაა: ქოქოსის მუზეუმი, ჩაძირული ბაღები, ორქიდეის სახლი, ლილის აუზი, ლაბირინთი და პალმების ავენიუ.[12][13]
ჰოუპის ბაღების მიმდებარედ ვხვდებით ზოოპარკსაც, რომელსაც ჰოუპის ბაღების ზოოპარკს უწოდებენ.
დედაქალაში აქვთ მთავარი სათაო ოფისები იამაიკის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ხუთ საფეხბურთო კლუბს. ეს კლუბებია: არნეტ გარდენსი, ბოის თაუნი, ჰარბორ ვივი, მავერლი ჰაგენდენი და ვათერჰაუს F. C.
კინგსტონი, როგორც დედაქალაქი, არის იამაიკის ფინანსური, კულტურული, ეკონომიკური და ინდუსტრიული ცენტრი. ქალაქში მრავალი ფინანსური დაწესებულება მდებარეობს; აგრეთვე ვხვდებით საავადმყოფოებს, სკოლებს, უნივერსიტეტებსა და სხვა კულტურულ დაწესებულებებს. აღსანიშნავია კინგსტონის შემდეგი ღირსშესანიშნაობები: დასავლეთ ინდოეთის უნივერსიტეტი, იამაიკის თავდაცვის ძალების მუზეუმი და ბობ მარლის მუზეუმი.
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.