From Wikipedia, the free encyclopedia
კერკირა (ბერძ. Κέρκυρα), ან კორფუ (იტალ. Corfù), ან კორკირა (ლათ. Corcyra) — კუნძული საბერძნეთში, ფართობით მეორე კუნძული (593 კმ²) იონიის კუნძულებს შორის, მოსახლეობა — 111 081 ადამიანი ( 2001 წლის მონ.). კორფუ პარალელურად მიუყვება მატერიკის სანაპიროს — 65 კმ-ზე. კუნძულის უმაღლესი წერტილი არის მთა პანტოკრატორი 917 მეტრი.
მშობ. სახელი: Κέρκυρα (Corfù) მეტსახელი: კორკირა, კორფუ | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | იონიის ზღვა |
კოორდინატები | |
ფართობი | 613,6 კმ² |
სიგრძე | 64 კმ |
სიგანე | 32 კმ |
სანაპიროს სიგრძე | 217 კმ |
უმაღლესი წერტილი |
906 მ პანტოკრატოი |
დედაქალაქი | კერკირა |
უდიდესი ქალაქი | კერკირა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 109537 (2001) |
კუნძული კერკირას ნომის ძირითადი ნაწილია. ადმინისტრაციული ცენტრია-ქალაქი კერკირა.
კუნძული ძალიან თვალწარმტაცია და გარდა სამხრეთ ნაწილისა ძალიან ნაყოფიერი. ძირითადი წარმოებული პროდუქცია - ზეითუნის ზეთი, სამხრეთის ხილები, და ღვინო. მთელ კუნძულზე დაგებულია შედარებით კარგი გზები.
მისი ბერძნული სახელწოდებით კერკირა ან კორკირა უკავშირდება ორი მნიშვნელოვანი წყლის სიმბოლოს: ზღვის ღმერთს პოსეიდონს და ბერძნულ ღვთაებას ასოპოსს. მითის მიხედვით პოსეიდონს შეუყვარდა ასოპოსის ქალიშვილი წყლის ნიმფა და მოიტაცა ის. პოსეიდონმა მიიყვანა აქამდე უცნობ კუნძულზე და შესთავაზა მას სახელი კორკირა როგორც კუნძულის სახელი. რომელიც თანდათან გადაიქცა კერკირად.
სახელი კორფუ წარმოიშვა იტალიურიდან შეცვლილი ბიზანტიურიდან Κορυφώ (კორიფო), რაც ნიშნავს «მთების ქალაქს», რომელიც თავის მხრივ მოდის ბერძნულიდან Κορυφαί (კორიფაი).
კუნძული ფორმით ჰგავს ნამგალს, რომელსაც მას ადარებდნენ უძველეს დროში: კუნძულის შეზნექილი მხარე ქალაქით და ნავსადგურით მდებარეობს ალბანეთის სანაპიროს მოპირდაპირედ. მისი ფართობი შეადგენს — 588 კმ², სიგრძე — 64 კმ, ხოლო სიგანე —32 კმ.
ორი მაღალი მთაგრეხილი კუნძულს ყოფს სამ ნაწილად:, სადაც ჩრდილოეთი არის — მთიანი, ცენტრალური — ბორცვებიანი და სამხრეთი — დაბლობები.
კორფუს სანაპირო ზოლი შეადგენს 217 კმ-ს, კონცხებთან ერთად. უმაღლესი წერტილი — მთა პანტოკრატოი — სიმაღლე 906 მ, სიმაღლით მეორე — სტრავოსკიადი — სიმაღლე 849 მ.
ჰომეროსი შვიდ მცენარეს ეძახდა ალკინოოსის ბაღის დამამშვენებელს: ზეთისხილი, მსხალი, ვაშლი, ბროწეული, ლეღვი და ყურძენი. აქედან ვაშლი და მსხალი იშვიათია კუნძულზე, ხოლო დანარჩენი მშვენივრად ხარობს სხვა სახეობებთან ერთად, მათ დაემატა კინკანი, მუშმულა, ოპუნცია და ზოგიერთ ადგილებში ბანანი. დაუმუშავებელადგილებში ხარობს მირტი, ხემარწყვა, დაფნა და ქვის მუხა.
საშუალო წლიური ტემპერატურა 22 °С; ატმოსფერული ნალექი 1280 მმ. წვიმის სეზონი — ოქტომბრიდან მარტამდე.
თვეები | I | II | III | IV | V | VI | VII | VIII | IX | X | XI | XII |
მზიანი დღის ხანგრძლივობა | 4 | 5 | 7 | 7 | 9 | 10 | 12 | 11 | 9 | 6 | 4 | 2 |
მაქსიმალური ტემპერატურა [°C] | 14 | 15 | 16 | 19 | 23 | 28 | 31 | 32 | 28 | 23 | 19 | 16 |
მინიმალური ტემპერატურა [°C] | 8 | 8 | 10 | 12 | 15 | 19 | 20 | 22 | 20 | 16 | 13 | 10 |
წვიმიანი დღეების რაოდენობა | 13 | 11 | 9 | 7 | 5 | 2 | 1 | 1 | 5 | 9 | 12 | 15 |
კორფუზე შემონახულია რამდენიმე ისტორიული ადგილი. უძველესი ქალაქის კორკირას ადგილი ზუსტად დადგენილი და მდებარეობს 2 კმ-ით თანამედროვე ქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთით. აცენისიონის ბორცვის ქვემოთ შემონახულია პოსეიდონის ტაძარი, ჩოვლებრივი გუმბათოვანი შენობა, რომელმაც შემოინახა თავისი არქიტექტურული სპეციფიკა, მიუხედავად იმისა რომ ტაძარი ძლიერ არის დანგრეული. კუნძულზე არის მრავალი მონასტერი და ნაგებობები აშენებული ვენეციელების მმართველობის დროს, რომელთაგან ყველაზე ცნოიბილია პალეოკასტრიცა, სან სალვადორი და პელკა. «ახილეონი» — სასახლე აგებული ელისაბედ ბავარიელის მიერ და ნაყიდი ვილჰელმ II-ის მიერ 1907 წელს. დღეს ის პოპულარული ადგილია ტურისტებს შორის.
კერკირა ცნობილია იტალიური არქიტექტურით: ქალაქის მერიის შენობა, ძველი და ახალი ციხესიმაგრეები, წმინდა მიხაილის და გიორგის სასახლე, დიდი რეზიდენცია იონიის რესპუბლიკის გუბერნატორების და სენატის, ზაფხულის სასახლე «მონ რეპო», რომელიც ადრე ეკუთვნოდა საბერძნეთის სამეფო ოჯახს, სადაც დაიბადა ედინბურგის ჰერცოგი.
მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძული დაიბომბა გერმანული საჰაერო ძალები მიერ, რამაც გამოიწვია ქალაქში მრავალი ნაგებობის ნგრევა, მათ შორის ბაზარი (αγορά) და და სასტუმრო ბელა ვენეცია. ყველაზე დიდი არქიტექტურული დანაკარგი დაბომბვის დროს იყო იონიის უნივერსიტეტის (Ιόνιος Ακαδημία),და მუნიციპალური თეატრის დიდებული შენობები. თეატრის ადგილას შემდგომში აშენდა უბრალო კვადრატული შენობა. ადგილობრივ პარლამენტში მიმდინარეობდა დავები შენობის დანგრევაზე და მის ადგილას თეატრის ძველი შენობის აღდგენაზე , ხოლო იონიის უნივერსიტეტი აღადგინეს პირვანდელი სახით.
გერმანელ კაიზერს ვილჰელმ II-ს ძალიან უყვარდა კორფუზე დროის გატარება. მან იყიდა ახილეონის სასახლე ელისაბედ ბავარიელის სიკვდილის შემდეგ. ასევე ააშენა ხიდი, რომელსაც ადგილობრივებმა მის პატივსაცემად «კიზერის ხიდი» დაარქვეს. ხიდი შეიქმნა იმისათვის, რომ სანაპიროზე გასვლა შესაძლებელი ყოფილიყო გზის გადაკვეთის გარეშე. მეორე მსოფლიო ომის დროს ხიდის ცენტრალური ნაწილი იქნა მონგრეული გერმანელი ოკუპანტების მიერ, რათა გასასვლელი მიეცათ სამხედრო მანქანებისათვის.
პირველი მსოფლიო ომის დროს კუნძული იქცა სერბული არმიის თავშესაფრად. მათი იქ ყოფნის განმავლობაში ბევრი სერბი ჯარისკაცი გარდაიცვალა დაღლილობისგან, შიმშილისგან და ავადმყოფობისგან. მათი უმრავლესობა დაკრძალულია ზღვაში კუნძულ ვიდოსთან ახლოს, სადაც აღმართულია მადლიერბის მემორიალი ბერძენი ხალხის მიმართ სერბი ხალხისაგან.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორფუს ეკონომიკა იზრდებოდა, თუმცა მოსახლეობის ნაწილმა დატოვა კუნძული და და საცხოვრებლად გადავიდა ქვეყნის სხვა რეგიონებში. 1956 წელს მარია დესილა კაპოდისტრია არჩეული იქნა ქალაქის მერად და გახდა პირველი მერი ქალი საბერძნეთში. ბერძნული რადიოსადგური კორფუზე 1957 წელს გამოჩნდა, ხოლო ტელევიზია 1960 წელს.
იმ დროშო როდესაც საბერძნეთის დიდი ნაწილე ეკუთვნოდა ოსმალეთს, იონიის კუნძულებს ჰქონდათ ოქროს საუკუნე მუსიკასა და ოპერაში. კორფუ ვენეციის კოლონიის დედაქალაქი იყო , რამაც მისცა უნიკალური მუსიკალური და თეატრალური მემკვიდრეობა. შემდგომ XIX საუკუნეში კორფუმ დღის სინათლეზე გამოიტანა საკუთარი მუსიკალური შემოქმედება, რომელიც ამჟამად შედის თანამედროვე საბერძნეთის მუსიკის ისტორიაში. 1720 წელს კორფუში გაიხსნა საბერძნეთში პირველი თეატრი 1452 წლის შემდეგ. ეს იყო თეატრი «სან ჟაკომო».
ქალაქ კორფუში არის სამი პრესტიჟული ჯგუფი:
დიდ ხუთშაბათს შუადღისას და შემდეგ სამი ფილარმონიური საზოგადოება დაყოფილია ჯგუფებად, აკომპანირებას უწევენ, დატირების პროცესიას ქალაქის ეკლესიებში. მოგვიანებით ჯგუფები იკრიბებიან ერთად და აკომპანირებას უწევენ დატირების პროცესიას საკათედრო ტაძარში.
დიდი შაბათის დილას ქალაქის სამივე ჯგუფი კვლავ იღებს მონაწილეობას დატირების პროცესიაში წმინდა სპირიდონის ტაძარში.
ლიტანიის შემდეგ არის აღდგომის დღესასწაული. ძველი ქალაქის აივნები ირთვება წითელი ქსოვილებით, კორფუელები აივნიდან აგდებენ წყლით სავსე თიხის ქოთნებს. ეს კეთდება ქრისტეს აღდგომის მოლოდინში, რომელიც აღინიშნება ღამით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.