კარტოფლის ჩიფსი (ხშირად მოიხსებიენა, როგორც მხოლოდ ჩიფსი) ან კრისპსი (ბრიტანეთსა და ირლანდიაში) არის კარტოფილის თხელი ნაჭრები, რომლებიც იწვება ან ცხვება მანამ, სანამ ხრაშუნა არ გახდება. მათ ხშირად მიირთმევენ როგორც წასახემსებლებს, მთავარ კერძთან ერთად ან აპეტაიზერად. ძირითადად ჩიფსები მარილიანია. დღესდღეობით კატოფლის ჩიფსების მრავალი სპეციალური არომატი არსებობს, რისთვისაც კარტოფილს უმატებენ სხვადასხვა მარცვლეულს, სანელებლებს, ყველს, ბუნებრივ არომატიზატორებს, ხელოვნური არომატიზატორებსა და დანამატებს. ჩიფსი ძალიან პოპულარულ წასახემსებელს წარმოადგენს დასავლეთის ქვეყნებში. 2005 წელს კარტოფილის ჩიპსების მაკაკრნფჯგლობალურმა შემოსავალმა 16,49 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა შეადგინა, რაც ამ წელს მთლანად წასახემსებლების მიერ გამომუშავებული თანხის 35,5% -ია. [1]

სწრაფი ფაქტები ალტერნატიული სახელები, რიგითობა ...
კარტოფილის ჩიფსი
Thumb
ალტერნატიული
სახელები
კრისპსი (ბრიტანული და ირლანდიური ინგლისური)
რიგითობა ხემსი, გარნირი
წარმოშობის ადგილი გაერთიანებული სამეფო, 1817
ტემპერატურა სერვირების დროს ოთახის ტემპერატურა
დახურვა

წარმოშობა

დღევანდელი კარტოფილის ჩიფსის უძველესი რეცეპტი უილიამ კეჩინერის წიგნში ,,მზარეულის მჭერმეტყველება" წერია, რომელიც 1817 წელს გამოიცა. წიგნი ბესტსელერი იყო გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში. [2] 1822 წლის გამოცემის რეცეპტში წერია: ,,გაფრცქვენით დიდი ზომის კარტოფილი და დაჭერით მრგვალად. გაახვიეთ სუფთა ნაჭერში და გააშრეთ. მოგვიანებით ნელ- ნელა ჩაუშვით ზეთში."[3] 1825 წლის ბრიტანულ წიგნში, რომელისც ფრანგული სამზარეულოს შესახებაა, ჩიფსები მოხსენიებულია, როგორც "Pommes de Terre frites" , რომელიც გამდნარ კარაქში იწვება, მოგვიანებით - კი მარილს აყრიან. [4]

პროდუქცია

მე-20 საუკუნეში, კარტოფლის ჩიფსები რესტორნების გარეთ გავრცელდა და სახლებში მისი მასობრივი წარმოება დაიწყო. დაიტონში, ოჰაიოს შტატში 1910 წელს წარმოიქმნა კარტოფლის ჩიფსების კომპანია, სახელწოდებიით Mikesell's. ეს ,,უძველესი კარტოფლის ჩიფსების მწარმოებელი კომპანიაა ამერიკის შეერთებულ შტატებში". [5] ახალ ინგლისში შეიქმნა კომპანია Tri-Sum Potato Chips 1908 წელს, ლეომინსტერში, მასაჩუსეტსის შტატში, რომელიც ამერიკის პირველი კარტოფილის ჩიფსების მწარმოებლად ითვლება.

Thumb
პრინგლსის (ამერიკული კატოფლის ჩიფსების მწარმოებელი კომპანია) ჩიფსები.

რეგიონალური ვარიაციები

კანადა

კარტოფლის ჩიფსების კანადური ვარიანტის არომატებია მწვადი, არაჟანი და ხახვი, ასევე მარილი და ძმარი. ლეისმა (Lays) ახლახან გამოაქვეყნა კანადური სტილის ახალი ჩიფსები. ესენია: ზღვის მარილისა და ძმრის არომატიანი ჩიფსები, თაფლიანი მწვადის ჩიფსები და ზღვის მარილისა და თეთრი ჩედერის არომატიანი ჩიფსები. [6] ლობლაუ, კანადის უდიდესი საცალო ვაჭრობის მაღაზიათა ქსელი, მყიდველებს უცნაური არომატის ჩიფსებს სთავაზობს, როგორიცაა: ნეკერჩხლის ბეკონი, იამაიკური ქათამი, ბერძნული ფეტა და ზეთისხილი და ნეკნების მწვადი.

ირლანდია

ირლანდიაში ორი, ყველაზე გავრცელებული არომატი არის ყველი და ხახვი და მარილი და ძმარი. ირლანდიაში სიტყვა "Tayto" გამოიყენება კარტოფლის ჩიფსის აღწერისთვისაც. ტაიტო ადგილობრივი ჩიფსების მწარმოებელი ბრენდია. ამ სახელით აღნიშნავენ იმ ჩიფსებსაც, რომლებსაც ტაიტო არ აწარმოებს. 300

კოლუმბია

კოლუმბიაში იყიდება: ლიმონის, ქათმის, ჩორიზოს, ნეკნების სტეიკისა და სოკოს სოუსის ჩიფსები. [7]

დასავლეთ ევროპა

Thumb
პიცის არომატიანი ჩიფსი

გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ტრადიციულად მხოლოდ ორი არომატი იყო ხელმისაწვდომი, წითელი წიწაკა (პაპრიკა, რომელსაც ზოგჯერ უნგარიშსაც უწოდებენ ("უნგრულიდან")) და მარილიანი (გესალცენი). სწორედ ეს არომატებია დღეს- დღეისობით ყველაზე პოპულარულები. ზოგიერთმა ადგილობრივმა ბრენდებმა სხვა არომატიანი ჩიფსების წარმოებაც დაიწყეს, როგორებიცაა არაჟანი და ხახვი, ყველი,აღმოსავლური და ეგზოტიკური სუნელები და სხვა.

იაპონია

იაპონური არომატები მოიცავს: ნორიშიოს (ნორის და მარილს), ვუასაბი, სოიას სოუსი, ნიორი, კარაქი, ქლიავი, პიცა, მწვადი, მაიონეზი და შავი პილპილი.

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.