From Wikipedia, the free encyclopedia
კარდენასის ყურე (ესპ. Bahía de Cárdenas) — ყურე ატლანტის ოკეანეში, კუბის ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი 250 კმ². ახასიათებს მცირე სიღრმეები. ვრცელდება კუბის სანაპიროს გასწვრივ, ნიკოლასის სრუტის დასავლეთ ნაწილში, ხოლო ჩრდილოეთიდან ჩაკეტილია იკასოსის ნახევარკუნძულით.[1] ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის მარჯნის რიფები და არქიპელაგი საბანა. სამხრეთ-აღმოსავლეთით ყურეს ესაზღვრება წყალ-ჭაობიანი ტერიტორიები. მთავარი ქალაქია კარდენასი, რომელიც საპორტო მნიშვნელობისაა. ხელოვნური სანავიგაციო არხი კარდენასის ყურეს აკავშირებს ფლორიდის სრუტესთან. განვითარებულია კიბოსნაირების ჭერა. სამხრეთ სანაპიროსთან მოიპოვება ნავთობი.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.