კამპალა
From Wikipedia, the free encyclopedia
კამპალა (სუაჰ. Kampala, ინგლ. Kampala) — უგანდის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. მდებარეობს ვიქტორიას ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე. არის ცენტრალური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კამპალა}} |
დედაქალაქი | |
---|---|
კამპალა სუაჰ. Kampala ინგლ. Kampala | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
რეგიონი | ცენტრალური რეგიონიცენტრალური რეგიონი (უგანდა)|ცენტრალური რეგიონი |
ოლქი | კამპალის ოლქი |
შიდა დაყოფა | Makindye Division, Rubaga Division, Kawempe Division და Nakawa Division |
კოორდინატები | 0°19′00″ ჩ. გ. 32°35′00″ ა. გ. |
ქალაქის მერი | Erias Lukwago |
დაარსდა | 1890 |
ფართობი | 189 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1190 მ |
მოსახლეობა | 1 516 210 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 8022,28 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | (+256) 041 |
ოფიციალური საიტი | https://www.kcca.go.ug/ |
2019 წლის 31 ივლისის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 650 800 ადამიანია და ხუთ ნაწილად იყოფა: კამპალის ცენტრალურ, კავემპეს, მაკინდიის, ნაკავისა და რუბაგის დანაყოფებად.
კამპალის მეტროპოლიტური სივრცე 8 451.9 კმ²-ია და შედგება ქალაქისა და მეზობრელი რაიონებისგან: ვაკისოს, მუკონოს, მპგის, ბუიკვესა და ლუვეროს რაიონებისგან. უგანდის სტატისტიკის ბიუროს მონაცემების მიხედვით, მეტროპოლიტური სივრცის მოსახლეობა სწრაფად იზრდება და 2019 წლისთვის 6 709 000-ს ასცდა.[1]
Xuantong Wang et al.-ის მონაცემების მიხედვით, 2015 წლისთვის მეტროპოლიტური სივრცის ნომინალური GDP მოცულობამ 13.80221 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც უგანდის მთელი წლის მაჩვენებლის ნახევარზე მეტი იყო და რაც უგანდის ეკონომიკაში დედაქალაქის მნიშვნელობაზე მიანიშნებს.[2]
კამპალა აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფმზარდი ქალაქია, რომლის მოსახლეობის წლიური ზრდის მაჩვენებელი 4.03%-ია.[3] Mercer-ის, ნიუ-იორკში დაფუძნებული გლობალური განვითარების საკონსულტაციო სააგენტოს მონაცემების მიხედვით, კამპალა ნაირობისთან და კიგალისთან ერთად აღმოსავლეთ აფრიკაში საცხოვრებელ საუკეთესო ქალაქად დასახელდა.[4]