კალენდარი
From Wikipedia, the free encyclopedia
კალენდარი (ლათ. Calendarium — „ვალების ჩანაწერი“, „ვალების დავთარი“< Calendae [მრ. რ.] — „თვის პირველი დღე“) — დროის შედარებით ხანგრძლივ პერიოდებად (დღე-ღამეებად, კვირებად, თვეებად, წელიწადებად, საუკუნეებად) დანაწილებისა და აღრიცხვის სისტემა სოციალური, რელიგიური, კომერციული, ადმინისტრაციული და სხვა მიზნებისათვის.
იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დღევანდელ დღეს ჩვენს პლანეტაზე მოქმედებს დაახლოებით 40 კალენდარი – როგორც „სამოქალაქო“ ასევე რელიგიური. თითოეულ მათგანს შექმნისა და განვითარების საკუთარი ისტორია გააჩნია.