კაზინო როიალი (2006 წლის ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
კაზინო როიალი (2006) — 21-ე ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ. გადაღებულია იენ ფლემინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მისი რეჟისორია მარტინ კემპბელი.
„კაზინო როიალი“ | |
---|---|
რეჟისორი | მარტინ კემპბელი |
პროდიუსერი |
ბარბარა ბროკოლი მაიკლ ჯ. უილსონი |
სცენარისტი |
ნილ პერვისი რობერტ უეიდი პოლ ჰეგისი იენ ფლემინგი |
როლებში |
დენიელ კრეიგი ევა გრინი მადს მიკელსენი ჯუდი დენჩი ჯეფრი რაიტი |
კომპოზიტორი | დევიდ არნოლდი |
დისტრიბუტორი |
Metro-Goldwyn-Mayer Columbia Pictures |
ქვეყანა | 144 წთ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 150 მილიონი დოლარი |
შემოსავალი | 594.7 მილიონი დოლარი [1] |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ეს იყო „კაზინო როიალის“ გადაღების მესამე მცდელობა. წინა ორიდან პირველი იყო სატელევიზიო სერიალის ეპიზოდი, ხოლო მეორე - 1967 წლის სატირული ჟანრის ფილმი.
მოცემულ ფილმში შეიცვალა ბონდის კონცეფცია, წარმოდგენილია მოვლენების ახალი ქრონოლოგია, რომელიც არ ჯდება არც ერთ წინა ფილმთან მიმართებაში. მაგალითად, ბონდს მცირე ხნის წინ აქვს მიღებული ორი ნულიანი თავისი კოდური სახელისათვის (ანუ მას ეწოდება 007). ფილმში ასევე წარმოდგენილია ნაკლებად გამოცდილი და უფრო ემოციური ბონდი.
მოქმედება მიმდინარეობს ჯეიმზის კარიერის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როდესაც მან ეს-ესაა მიიღო მოკვლის ლიცენზია. მაიამის აეროპორტში ტერორისტული აქტის თავიდან აცილების შემდეგ მას უყვარდება ვესპერ ლინდი - აგენტი, რომელიც მას გადასცემს სპეციალურ თანხას, რათა ჯეიმზმა იგი გამოიყენოს კაზინოში სათამაშოდ და ბოროტმოქმედების გამოსავლენად. ფილმში განვითარებული ამბები გრძელდება გაგრძელებაში, „უმნიშვნელო ნუგეში“.
მსახიობთა შერჩევა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირს ბროსნანის მოყვარულებმა პროტესტი გამოხატეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, კრიტიკოსებმა ფილმი დადებითად შეაფასეს.