ნორვეგიელი გეოლოგი და პეტროგრაფი From Wikipedia, the free encyclopedia
იუჰან ჰერმან ლი ფოგტი (ნორვ. Johan Herman Lie Vogt; დ. 14 ოქტომბერი 1858, ტვედესტრანი — გ. 3 იანვარი 1932, ტრონჰეიმი) — ნორვეგიელი გეოლოგი და პეტროგრაფი.
იუჰან ჰერმან ლი ფოგტი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 ოქტომბერი, 1858[1] [2] |
დაბ. ადგილი | ტვედესტრანი |
გარდ. თარიღი | 3 იანვარი, 1932[1] [2] (73 წლის) |
გარდ. ადგილი | ტრონჰეიმი |
მოქალაქეობა | ნორვეგია |
საქმიანობა | გეოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და metallurgist |
მუშაობის ადგილი | ნორვეგიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სტოკჰოლმის უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი | თოროლ ფოგტი, ფრედრიკ ფოგტი, Johan Vogt და იორგენ ფოგტი |
ჯილდოები | ფრიტიოფ ნანსენის ჯილდო მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროს კვლევისათვის, პენროუზის ოქროს მედალი და უოლასტონის მედალი[3] |
1880 წელს დაამთავრა ქრისტიანიის უნივერსიტეტი. 1886-1903 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე, 1912-1928 წლებში ტრონჰეიმის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში. 1912 წელს ხდება პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ფოგტი პეტროგრაფიაში ფიზიკურ-ქიმიური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელია. დაადგინა მაგმური ქანების ევტექტიკური ხასიათი, შემოიღო კოტექტიკის (ორი ან სამი ფაზის ერთდროული გამოყოფა ერთი მდინარიდან) ცნება, რის საფუძველზე დაამუშავა მაგმიდან მინერალების კრისტალიზაციის თანმიმდევრობის თეორია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.