![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d1/Issyk-Kulmeer.jpg/640px-Issyk-Kulmeer.jpg&w=640&q=50)
ისიქ-ქოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ისიქ-ქოლი (ყირგ. Ысык көл Issık Köl, თურქ. Issık Göl , რუს. Иссык-Куль, ჩინ.: 熱海) — ტბა ჩრდილოეთ ტიან-შანში. იგი არის მსოფლიოში ოცდამესამე ტბა ფართობის მიხედვით, ხოლო მესამე ცენტრალურ აზიაში. ისიქ-ქოლი მოქცეულია ყირგიზეთის მყინვარებსა და მაღალი სიმაღლის მთებს შორის, ამის მიუხედავად ტბა არასოდეს არ იყინება, ყირგიზულ ენაზე ამ ადგილის სახელი „ცხელ ტბას“ ნიშნავს.[1] ტბის სიახლოვეს აღმოჩენილია უძველესი ნასახლარები. ისიქ-ქოლის ტბის სიგრძე შეადგენს 182 კილომეტრს, სიგანე 60 კმ-ს, ფართობი კი 6.236 კვადრატულ კილომეტრს. უდიდესი სიღრმე 668 მ.[2] ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 1,607 მეტრზე, მისი სიღრმე შეადგენს 668 მეტრს. ტბაში დაახლოებით 150 მდინარე ჩაედინება, მათგან უმნიშვენელოვანესია მდინარე ჩუ.
სწრაფი ფაქტები ისიქ-ქოლი ...
ისიქ-ქოლი | |
---|---|
ყირგ. Ысык көл Issık Köl | |
![]() | |
კოორდინატები: 42°30′00″ ჩ. გ. 77°30′00″ ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1,607 მ |
სიგრძე | 182 კმ |
სიგანე | 60 კმ |
ფართობი | 6,236 კმ² |
მოცულობა | 1,738 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 688 კმ |
საშუალო სიღრმე | 270 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 668 მ |
![]() |
დახურვა