From Wikipedia, the free encyclopedia
იოზლემ თიურეჯი (თურქ. Özlem Türeci, დ. 6 მარტი, 1967) — თურქული წარმოშობის გერმანელი ექიმი და მეცნიერი.[6] მან მეუღლესთან, უღურ შაჰინთან ერთად 2008 წელს დააარსა ბიოტექნიკური კომპანია „BioNTech“, რომელიც COVID-19-ის პირველი აპრობირებული ვაქცინის შემქმნელად ითვლება. თიურეჯი მუშაობს BioNTech– ის მთავარ სამედიცინო დირექტორად 2018 წლიდან.[7] ის ასევე არის განიმედის ფარმაცევტული კომპანიის (Ganymed Pharmaceuticals) დამფუძნებელი და კომანიის აღმასრულებელი დირექტორის ადგილს 2008 წლიდან 2016 წლამდე იკავებდა. ის ასევე არის ლექტორი იოჰან გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტში მაინცში, გერმანიაში.[8][9] თიურეჯი და მისი მეუღლე, უღურ შაჰინი პირველი თურქი გერმანელები გახდნენ, რომლებიც გერმანიის ტოპ 100 ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მოხვდნენ 2020 წელს.[10]
იოზლემ თიურეჯი | |
---|---|
თურქ. Özlem Türeci | |
იოზლემ თიურეჯი 2019 წელს | |
დაბ. თარიღი | 6 მარტი, 1967 |
დაბ. ადგილი | ლასტრუპი, გერმანია |
მოქალაქეობა | გერმანია |
ეროვნება | გერმანიის თურქობა[1] [2] [3] |
საქმიანობა | მკვლევარი, მეწარმე, ექიმი და იმუნოლოგი[4] |
მუშაობის ადგილი |
ზაარლანდის უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი მაინცი, განიმედის ფარმაცევტული კომპანია, BioNTech |
ალმა-მატერი | ზაარლანდის უნივერსიტეტი |
მეუღლე | უღურ შაჰინი[5] [3] |
ჯილდოები |
კალოგერო პაგლიარელოს სამეცნიერო პრემია, ჟორჟ კოლერის პრემია, გერმანიის მდგრადი განვითარების ჯილდო, აქსელ სპრინგერის პრემია |
საიტი | biontech.de/de/our-dna/fuehrungsteam |
ცნობილია როგორც | ფაიზერ- ბიოტეკის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თანაშემქმნელი |
თიურეჯი დაიბადა ლასტრუპში, გერმანიაში, 1967 წლის 6 მარტს. მამამისი სტამბოლელი თურქი-ლაზი ქირურგია, რომელიც მუშაობდა კლოპპენბურგის რაიონის ლასტრუპის წმინდა ელისაბედ-სტიფტის სახელობის კათოლიკურ საავადმყოფოში.[11][12] იოზლემის დედა თურქი ბიოლოგია.[13] თიურეჯმა ისწავლა სტედტიშესის გიმნაზიაში ქალაქ ბად-დრიბურგში და ვერნერ ფონ ზიმენსის გიმნაზიაში ქალაქ ბად-ჰარცბურგში.[14] მან მედიცინა ჰობურგში, ზაარლენდის უნივერსიტეტში შეისწავლა და 1992 წელს ზაარლანდის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.[15] იგი იყო გერმანიის სამეცნიერო ფონდის თანამშრომელი და ჰაიზენბერგის სტიპენდიატი. მისი კვლევები ფოკუსირებულია სიმსივნის სპეციფიკური მოლეკულების იდენტიფიცირებასა და დახასიათებაზე, ასევე სიმსივნეს საწინააღმდეგო იმუნოთერაპიის განვითარებაზე.[16] 2002 წელს მან დაამთავრა მაინცის იოჰან გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტი მოლეკულირი მედიცინის დარგში.
თიურეჯი თავის მომავალ მეუღლეს, უღურ შაჰინს ჰომბურგში, ზაარლანდის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მუშაობის დროს შეხვდა, სადაც იოზლემი ბოლო კურსს ამთავრებდა.[17] 2002 წელს წყვილი დაქორწინდა და მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ.[18]
თიურეჯი თანადამფუძნებელი იყო და 2011 წლიდან მუშაობდა გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერალური სამინისტროს ინდივიდუალური იმუნური Ci3-ის ჯგუფის თავმჯდომარედ.[19][20] ის ასევე იყო კიბოს იმუნოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც 2019 წლიდან ევროპის უდიდესი მსგავსი პროფილის ასოციაციაა.[21] ის ასევე მუშაობს ლექტორად სხვადასხვა უნივერსიტეტებში.[22]
თიურეჯი ასევე იყო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრ მაინცის თანამშრომელი იმუნოლოგიის სპეციალური გამოკვლევების განხრით.[23][24] 2002 წლიდან არის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრ მაინცის მოწვეული ლექტორი სიმსივნეს იმუნოთერაპიის მიმართულებით. მეუღლესთან, უღურ შაჰინთან და ექიმ, კრისტოფ ჰუბერთან ერთად თიურეჯმა განავითარა „მთარგმნელობითი ინსტიტუტის“ კონცეფცია, რომელიც 2001 წელს TRON–ის დაარსებით დასრულდა.[25][26] ეს არის ბიოფარმაცევტული კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ქმნის ახალ სადიაგნოსტიკო მოწყობილებებსა და მედიკამენტებს სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად (მათ შორისაა სიმსივნე).[27]
თიურეჯიმ 2001 წელს დააარსა განიმედის ფარმაცევტული კომპანია მეუღლესთან, უღურ შაჰინთან ერთად.[28] განომედის ფარმაცევტული კომპანია და მოგვიანებით დაარსებული BioNTech იოჰან გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტის (მაინცი) განშტოებებია.[29] ამ კომპანიამ შეიმუშავა მონოკლონური ანტისხეული ზოლბეტუქსიმაბი (zolbetuximab), რომელიც გამოიყენება საყლაპავისა და კუჭის კიბოს სამკურნალოდ.[30] იოზლემი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო 2008 წლიდან 2016 წლამდე კომპანიის გაყიდვამდე. მანამდე იოზლემი იყო მთავარი სამეცნიერო ოფიცერი 2001 წლიდან 2008 წლამდე. 2016 წელს კომპანია იყიდა Astellas Pharma-მ და ახლა მისი შვილობილი კომპანიაა.[31]
2008 წელს თიურეჯი გახდა მაინცში დაარსებული ბიოტექნოლოგიური კომპანიის, BioNTech-ის თანადამფუძნებელი.2018 წლიდან იოზლემი კომპანიის აღმასრულებელი სამედიცინო ოფიცერია.[32] 2009 წლიდან 2018 წლამდე იგი მუშაობდა კომპანიის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ. BioNTech ორიენტირებულია იმუნოთერაპიის განვითარებასა და მედიკამენტების წარმოებაზე, ასევე პაციენტების სპეციფიკური მიდგომების დასახვაზე კიბოსა და სხვა სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ.[33] როგორც მთავარი სამედიცინო ოფიცერი, თიურეჯი პირველ რიგში პასუხისმგებელია კლინიკურ კვლევასა და განვითარებაზე. 2020 წლის იანვრიდან BioNTech მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე.[34] თიურეჯი ვაქცინაზე მეუღლესთან, უღურ შაჰინთა ერთად მუშაობდა, რის ფარგლებშიც იოზლემი ვაქცინა BNT162b2-ის (ასევე ცნობილი, როგორც ფაიზერ-ბიოტეკის ვაქცინა) კლინიკურ ცდებს ხელმძღვანელობდა.[35][6][36]
თიურეჯი არის ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების (ASCO), კიბოს კვლევის ამერიკული ასოციაციის (AACR), გერმანიის იმუნოლოგიის საზოგადოებისა და გერმანიის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის საზოგადოების წევრი.
იოზლემ თიურეჯის მიერ მოპოვებულ ჯილდოებს შორისაა:გერმანიის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის საზოგადოების ვინჩენზ ცერნის პრემია (1995),[37] კალოგერო პაგლიარელოს სამეცნიერო პრემია (1997),[38] გერმანიის იმუნოლოგიის საზოგადოების ჯორჯ კოლერის პრემია (2005),[39][40] გერმანიის მდგრადი განვითარების ჯილდო (2020),[41] Financial Times-ის წლის ადამიანი (2020)[42] და Axel Springer-ის ჯილდო (უღურ შაჰინთან ერთად, 2021).[43]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.