ინდორი
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდორი (მარათჰ. इंदूर) — უმსხვილესი ქალაქი და კომერციული ცენტრი ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში. მდებარეობს შტატის დედაქალაქ ბჰოპალიდან 190 კმ-ით დასავლეთით. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 1 960 631 ადამიანს შეადგენს.[1] იგი მადჰია-პრადეშის უდიდესი, ინდოეთის მე-15[2] და მსოფლიოს სიდიდით 147-ე ქალაქია.[3] ინდორს ასევე „მინი მუმბაის“ უწოდებენ მოსახლეობის ეთნიკური მრავალფეროვნების გამო. გარდა ამისა, მუმბაისთან ის სხვა მრავალ მსგავსებასაც ამჟღავნებს: ხშირი ბრბოები, შოპინგის სტილი, გართობა და საკვები.
ქალაქი | |
---|---|
ინდორი მარათჰ. इंदूर | |
ერთ-ერთი ქუჩა | |
ქვეყანა |
![]() |
შტატი | მადჰია-პრადეშიმადჰია-პრადეში |
კოორდინატები | 22°25′00″ ჩ. გ. 75°32′00″ ა. გ. |
ფართობი | 3 898 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 553 მ |
ოფიციალური ენა | ჰინდი ენა |
მოსახლეობა | 1 960 631 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 9 718 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +0731 |
საფოსტო ინდექსი | 4520XX |
ოფიციალური საიტი | indore.nic.in |
ინდორი შტატის ფინანსური ცენტრი, იდნორის რაიონისა და ინდორის დივიზიონის ადმინისტრაციული ცენტრია.
ინდორი ერთადერთი ქალაქია ინდოეთში, რომელშიც ერთდროულად მდებარეობს როგორც ინდოეთის მენეჯმენტის ინსტიტუტი (IIM), ასევე ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (IIT).
მარათჰას იმპერიის დროს, იდნორი მნიშვნელოვანი კვანძი იყო დეკანსა და დელის შორის. მადჰავრაო პეშვას სიკვდილის შემდეგ, მარათჰას იმპერია დაიშალა და ინდორი ჰოლკარის სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადდა, სანამ აჰილიაბაი ჰოლკარი დედაქალაქს მაჰეშვარში გადაიტანდა.