From Wikipedia, the free encyclopedia
ბჰოპალი (ჰინ. भोपाल; ურდუ. بھوپال) — ქალაქი ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატის დედაქალაქი და ბჰოპალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. წარსულში იგი ყოფილი ბჰოპალის შტატის დედაქალაქი იყო. ბჰოპალი ცნობილია როგორც ტბების ქალაქი,[2] მისი მრავალი ბუნებრივი თუ ხელოვნური ტბის გამო, ამავე დროს, ის ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქია.[3]
ქალაქი | |
---|---|
ბჰოპალი ჰინ. भोपाल ურდუ بھوپال | |
ზემო ტბა | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | მადჰია-პრადეში |
კოორდინატები | 23°15′00″ ჩ. გ. 77°25′00″ ა. გ. |
ფართობი | 697,24 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 427 მ |
ოფიციალური ენა | ჰინდი ენა |
მოსახლეობა | 1 795 648[1] კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 2 575 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | 91-755 |
საფოსტო ინდექსი | 462001 |
ოფიციალური საიტი | https://bhopal.nic.in/ |
ბჰოპალი ინდოეთის ქალაქების კლასიფიკაციით A B-1 კლასის ქალაქს მიეკუთვნება.[4] აქ მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის მრავალი დაწესებულება და ინსტიტუცია.
ქალაქი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა 1984 წლის 2-3 დეკემბრის ღამის ბჰოპალის კატასტროფის შემდეგ, როდესაც პესტიციდების საწარმო Union Carbide India Limited (UCIL)-დან მომწმვლელმა გაზმა, მათ შორის მეთილიზოციანატმა გაჟონა. ეს შემთხვევა ინდუსტრიალიზაციის ისტორიაში ყველაზე საშინელია, რომელმაც ათასობით სიცოცხლე შეიწირა. ამის შემდეგ, ბჰოპალი პროტესტებისა და კამპანიების ცენტრად იქცა, რომელიც მომიტინგეებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.
ამბობენ, რომ ბჰოპალი მეფე ბჰოჯამ დააარსა (ახ. წ. 1000–1055) პარამარას დინასტიიდან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.