ილიას სარკისი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ილიას სარკისი (არაბ. إلياس سركيس დ. 20 ივლისი, 1924, შაბანიიეხი, ლიბანი — გ. 27 ივნისი, 1985, პარიზი, საფრანგეთი) — ლიბანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ლიბანის პრეზიდენტი 1976 წლის 23 სექტემბრიდან 1982 წლის 22 სექტემბრამდე.
ილიას სარკისი | |
ლიბანის მე-6 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 სექტემბერი, 1976 – 22 სექტემბერი, 1982 | |
წინამორბედი | სულეიმან ფრანჟიე |
მემკვიდრე | ამინ ჟმაიელი |
დაბადებული | 20 ივლისი, 1924 შაბანიიეხი, ლიბანი |
გარდაცვლილი | 27 ივნისი, 1985 (60 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
განათლება | წმინდა იოსების უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | მარონიტი |
ილიას სარკისი დაიბადა 1924 წლის 20 ივლისს, მთიან ლიბანში, სოფელ შაბანიიეხში, მარონიტების ოჯახში[1]. ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო, ჰქონდათ საკუთარი მაღაზია.
სარკისმა სწავლა დაიწყო საკუთარი სოფლის სკოლაში, ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა ბეირუთის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში. ბეირუთის წმინდა იოსების უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მუშაობდა რკინიგზის კლერკად. 1948 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მიიღო იურისტის კვალიფიკაცია[2].
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ადვოკატად[3]. მოგვიანებით იგი გახდა ლიბანის არმიის მეთაურის ფუად შეჰაბის პროტეჟე. შეჰაბი პრეზიდენტად აირჩიეს 1958 წელს[4]. სარქისი დაინიშნა კონტროლის პალატის მაგისტრატორად, ხოლო 1953 წელს პრეზიდენტის პალატის გენერალურ დირექტორად. 1968 წელს დაინიშნა ლიბანის ცენტრალური ბანკის მმართველად და ამ თანამდებობაზე იმუშავა 9 წლის განმავლობაში. მისი დანიშვნა ბანკის მმართველად განაპირობა პრეზიდენტ შარლ ელუს სურვილმა, მას უნდოდა ქვეყნის საბანკო სისტემის რეორგანიზაცია, რომელიც დააზარალა 1968 წლის საბანკო კრიზისმა[4].
სარკისმა 1970 წელს მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ არჩევნებში სულეიმან ფრანჟიესთან დამარცხდა სულ ერთი ხმით[5]. თუმცა 6 წლის შემდეგ, გააფთრებული სამოქალაქო ომის დროს იგი მაინც აირჩიეს პრეზიდენტად[6][7][8]. მისი პრეზიდენტად არჩევა, როგორც ამბობენ, მოხდა სირიელების ზეწოლით[9]. მისი მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ იგი იყო დამასკოს კანდიდატი და ჰაფეზ ასადის სასურველი კანდიდატი ლიბანის პრეზიდენტის თანამდებობაზე[10][11]. აქედან გამომდინარე იგი იყო სომხების ინტერესების აქტიური და უკომპრომისო დამცველი თავის ქვეყანაში. ილიას სარკისი ეროვნულმა ასამბლეამ 66 ხმით აირჩია პრეზიდენტად. სარკისის პრეზიდენტობა ლიბანის ქრისტიან და მუსულმან ექსტრემისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციას დაემთხვა. 1976 წლის ნოემბერში ილიას სარკისს სურდა თავისი მეგობრის ქამალ ჯუმბლატის მთავრობაში შეყვანა, მაგრამ ჰაფეზ ასადი ამის წინააღმდეგ წავიდა, რადგან ჯუმბლატი ქვეყანაში სირიის გავლენის წინააღმდეგი იყო[12].
1980 წლის 5 მარტს სარკისმა შეიმუშავა საკუთარი პოლიტიკური სტრატეგია ქვეყანაში ეროვნული თანხმობისათვის. იგი ოთხ ძირითად პირობას ემყარებოდა:
1980 წლის ივნისში თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი სალიმ ჰოსი ლიბანში მშვიდობის მიღწევაში სარკისის უუნარობისადმი პროტესტის ნიშნად.
ილიას სარკისის ვადის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანაში შეიჭრა ისრაელის არმია და დაიწყო ლიბანის ომი.
ილიას სარკისი გარდაიცვალა 1985 წლის 27 ივნისს პარიზში, კიბოს დიაგნოზით, 61 წლის ასაკში[4][5]. მისი ცხედარი გადაასვენეს ლიბანში[4]. 29 ივნისს ბეირუთში შედგა გამოსათხოვარი ცერემონია და იმავე დღეს დაკრძალეს მშობლიურ სოფელში[13].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.