ივლინ ვო
From Wikipedia, the free encyclopedia
ივლინ არტურ სენტ ჯონ ვო (ინგლ. Evelyn Arthur St. John Waugh [ˈiːvlɪn ˈwɔː]; დ. 28 ოქტომბერი, 1903 — გ. 10 აპრილი 1966) — ბრიტანელი მწერალი, საზოგადოდ ცნობილი როგორც სატირული და იუმორისტული ნოველების უბადლო მწერალი. საქვეყნოდ ცნობილი ნოველებია: „დაკნინება და ვარდნა“, „ბილწი სხეულები“, ორმო, „მთელი სავსე მტვერი“. ვოს ნაწარმოებები „ბრაიდსჰედში დაბრუნება“ და „პატიოსნების მახვილი“ (ტრილოგია) თვალნათლივ ამჟღავნებს ვოს კათოლიკური სარწმუნოების მიმდევრობას. ვოს შემოქმედების უმეტესი ნაწილი მოიცავს ბრიტანელი არისტოკრატიის და მაღალი საზოგადოების ცხოვრებას რომელიც მკაცრად ჰყავს სატირიზებული თავის ნაწარმოებში, თუმცა-ღა თვითონვე იყო ამავე საზოგადოების ნაწილი. ვოს კალამს ეკუთვნის მოკლე ნოველების კრებული, სამი ბიოგრაფიული ნაწარმოები, დაუმთავრებელი ავტობიოგრაფია, მისი მოგზაურობის ჩანაწერები, პირადი დღიური და ასევე კორესპონდენცია რომელიც გამოქვეყნდა საზოგადოდ მისი გარდაცვალების შემდეგ.
ვოს ნაწარმობებები დიდი პოპულარობით სარგებლობს ფართო მკითხველს შორის. იგი აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო იუმორისტად და პროზაულ სტილისტად, თუმცა მისი სოციალური კონსერვატიზმი და რელიგიური თვალსაზრისი კრიტიკოსების აქტუალური კამათის ფართო სფეროა. ჯორჯ ორუელმა, პუბლიკაციაში ბრაიდშილდის დაბრუნება ბრაიდსჰედში განაცხადა რომ : „ვო განეკუთვნება ისეთი კატეგორიის ნოველისტებს რომლებსაც არამყარი შეხედულება აქვთ საკუთარ რწმენაზე“ მარტინ ემისის აზრით დაბრუნება ბრაიდსჰედში სნობიზმით სავსე მხატვრულად გაფორმებული ლიტერატურული ნაწარმოების სრული კრახია. ამავე დროს ამერიკული ლიტერატურის ცნობილი კრიტიკოსი ედმუნდ უილსონმა აღიარა ვო როგორც: უმაღლესი რანგის კომიკურ გენიოსად რომელიც პირველად გამოჩნდა ინგლისურ ლიტერატურაში ბერნარდ შოუს მოღვაწეობის შემდგომ.