From Wikipedia, the free encyclopedia
მოგზაურობანი — მხატვრული ლიტერატურის ჟანრი, აგრეთვე სამეცნიერო ლიტერატურის სახეობა. ნაწარმოებები, რომლებშიც მოთხრობილია ნამდვილი ან არანამდვილი მოგზაურობების შესახებ. მოგზაურობანს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. საყოველთაოდ ცნობილია დანიელ დეფოს, ჯონათან სვიფტის, ფენიმორ კუპერის, მაინ რიდის, რობერტ სტივენსონის, მარკ ტვენის, შტეფან ცვაიგის, ალექსანდრე რადიშჩევის, ნიკოლოზ კარამზინის და სხვათა მოგზაურული ჟანრის ნაწარმოებები.
ქართულ ლიტერატურაში ამ ჟანრის თვალსაჩინო ნიმუშია სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსლვა“, რაფიელ დანიბეგაშვილის „მოგზაურობა ინდოეთში“, გიორგი ავალიშვილის „მგზავრობა თბილისით იერუსალიმისადმი...“, ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“, გიორგი წერეთლის „მგზავრის წიგნი, ანუ ჩიკოლიკი, კიკოლიკი და კუდაბზიკა“ და სხვები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.