From Wikipedia, the free encyclopedia
„თქვენთვის წერილია“ (ინგლ. You’ve Got Mail) — რომანტიკული კომედია ტომ ჰენქსისა და მეგ რაიანის მონაწილეობით. ფილმი 1998 წლის 18 დეკემბერს გამოვიდა. „თქვენთვის წერილია“, რიმეიქია 1940 წელს გამოსული სურათის — „მაღაზია კუთხესთან“ (ინგლ. Shop Around The Corner).
„თქვენთვის წერილია“ | |
---|---|
ჟანრი | რომანტიკული კომედია |
დამდგმელი რეჟისორი | ნორა ეფრონი |
პროდიუსერი |
ნორა ეფრონი ლაურენ შ. დონერი |
სცენარის ავტორი |
ნორა ეფრონი დელი ეფრონი |
როლებში |
ტომ ჰენქსი მეგ რაიანი |
სტუდია | Warner Bros. |
დისტრიბუტორი | Warner Bros. |
გამოსვლის თარიღი | 18 დეკემბერი, 1998 |
ხანგრძლივობა | 119 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლ. |
ბიუჯეტი | $65 მილიონი |
შემოსავალი | $250,821,495[1] |
ქეთლინ კელი (მეგ რაიანი) და ჯო ფოქსი (ტომ ჰენქსი) ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით იცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ჰყავს მეორე ნახევარი, მაინც იზიდავთ ერთმანეთთან ანონიმური ურთიერთობა. ის, რომ რეალურ ცხოვრებაში მათ არ ჰყავთ ერთმანეთი ნანახი, სულაც არ უქმნით პრობლემას, პირადულ საკითხებში ჰკითხონ აზრი ერთმანეთს. ქეთლინმა და ჯომ ერთმანეთზე ძალიან ცოტა რამ იციან, მაგალითან ის, რომ ორივე მანჰეტენზე (ნიუ-იორკი) ცხოვრობს.
ქეთლინს დედისგან წიგნების პატარა მაღაზია ერგო. მაღაზიას ჰყავს მუდმივი კლიენტები, თუმცა მათი რიცხვი დღითი-დღე იკლებს, რადგან მახლობლად ახალი, შედარებით დიდი, წიგნების სავაჭრო ცენტრი იხსნება. რომლის დირექტორიც ჯო ფოქსია. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტით ისინი ძალიან ახლო მეგობრები არიან, რეალურ ცხოვრებაში, ჯოს გამო, ქეთლინის მაღაზია გაკოტრდა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ არცერთმა მათგანმა არ იცოდა მანამ, სანამ შეხვედრა არ დაგეგმეს. ქეთლინი პაემანზე პირველი მივიდა. როდესაც ჯომ ფანჯრიდან დაინახა, თუ ვინ იჯდა მათ მაგიდასთან, მიხვდა, რომ სწორედ ქეთლინი იყო ის გოგონა, რომელთან შეხვედრასაც იგი სულმოუთქმელად ელოდა. თავდაპირველად, ჯომ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა გადაიფიქრა და კაფეში შევიდა. გამოსალაპარაკებლად მისული ჯო გაანაწყენა ცივმა პასუხებმა, რომლითაც ქეთლინმა მისი თავიდან მოშორება სცადა. ჯომ არ გაუმხილა, რომ სწორედ ის იყო „NY152“ (ისინი ერთმანეთს ნიკებით იცნობდნენ, ქეთლინის ნიკი „Shopgirl“ იყო), მან გადაწყვიტა ქეთლინი რეალურ ცხოვრებაშიც გაეცნო.
რამდენიმე დღის შემდეგ, ჯო, ქეთლინს სახლში ეწვია. ჯომ მას ყვავილები მიართვა და მიუხედავად ქეთლინის მისდამი დამოკიდებულებისა, მან მაინც შეძლო იგი კაფეში წასვლაზე დაეყოლიებინა. ამის შემდეგ ჯო და ქეთლინი დამეგობრდნენ. ისინი ყოველდღიურად ხვდებოდნენ და ერთად ატარებდნენ თავისუფალ დროს. ამისდა მიუხედავად ქეთლინს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სწორედ ჯო იყო მისი ანონიმური მეგობარი.
ჯო ხშირად ეკითხება ქეთლინს აზრს ანონიმური მეგობრის შესახებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მისი ნიკი (NY152) და ა.შ.
ერთ დღესაც, ქეთლინი კვლავ დანიშნავს შეხვედრას NY152—თან, რივერსაიდ პარკში. ანონიმური მეგობრის თქმით, იგი თავის ძაღლ, ბრინკლისთან ერთად შეხვდებოდა მას. პარკში მისულ ქეითს იქ არავინ ხვდება, ჰგონია, რომ ანონიმური მეგობარი კვლავ არ მოვა, თუმცა, უეცრად მასთან ძაღლი მიირბენს, რომელსაც უკან პატრონი, ჯო ფოქსი მოჰყვება. ქეთლინი ჯოს ეტყვის, რომ ძალიან უნდოდა, სწორედ ჯო ყოფილიყო NY152. ფლმი მათი კოცნის სცენით სრულდება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.