![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/82/Recep_Tayyip_Erdogan_2017_%2528cropped%2529.jpg/640px-Recep_Tayyip_Erdogan_2017_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები (2018)
საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
2018 წლის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა 24 ივნისს, როგორც საერთო არჩევნების ნაწილი. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, იმავე დღეს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებიც. 2017 წელს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის ცვლილებების არჩევნების გზით დამტკიცების შედეგად, არჩეული პრეზიდენტი არის როგორც სახელმწიფოს მეთაური, ისე თურქეთის მთავრობის მეთაური, სადაც ამ უკანასკნელის როლი პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმების შედეგად გაიზრდება.[1]
![]() | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შედეგები პროვინციების მიხედვით: ერდოღანი (63) ინჯე (8) დემირთაში (10) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
არჩევნები თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2019 წლის ნოემბრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა დაჟინებულად ამტკიცებდა, რომ არჩევნები ჩატარდებოდა 2019 წელს, 2017 წლის რეფერენდუმის შემდეგ, არ მთავრდებოდა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ არჩევნები უფრო ადრე ჩატარდებოდა. საბოლოოდ, ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერის, დევლეთ ბაჰჩელის დაჟინებული მოწოდებით, პრეზიდენტ ერდოღანმა გადმოწია არჩევნების თარიღი და 2018 წლის 18 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები ამა წლის 24 ივნისს გაიმართება.[2]
მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი კანდიდატურა 2018 წლის 27 აპრილს წარადგინა, როგორც „სახალხო ალიანსი“ (თურქ. Cumhur İttifakı) პრეზიდენტობის კანდიდატი.[3] თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად მუჰარემ ინჯე წარადგინა, რომელიც პარლამენტის წევრია და ცნობილია ერდოღანის წინააღმდეგ თავისი ძლიერი და გამბედავი გამოსვლებით.[4] ხალხების დემოკრატიულმა პარტიამ კანდიდატად საპატიმროში მყოფი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე სელაჰათინ დემირთაში წარადგინა. ამ კანდიდატებთან ერთად, „კარგი პარტიის“ დამფუძნებელმა და ლიდერმა მერალ აქშენერმა,[5] კეთილდღეობის პარტიის ლიდერმა თემელ ქარამოლაოღლუმ და „პატრიოტული პარტიის“ ლიდერმა დოღუ ფერინჩეკმა გამოაცხადეს თავიანთი კანდიდატურა და შეაგროვეს საარჩევნო ადმინისტრაციაში თავიანთი კანდიდატურის არჩევნებზე წარსადგენად 100 000 ხელმოწერა.
საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა თურქეთის სავალუტო კრიზისის პარალელურად, ამავე დროს, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შემდეგ უფრო სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისის ელოდებოდნენ. რეგიონში კი პარალელურად სიტუაცია არასტაბილური იყო, ღაზის მოვლენებისა და აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების ფონზე. აღსანიშნავია ასევე აფრინის ოპერაციაც.