თურქეთის პროვინციები
From Wikipedia, the free encyclopedia
თურქეთის ტერიტორია დაყოფილია 81 ოლქად (თურქ. il/ vilayet). თითოეული პროვინცია თავის მხრივ იყოფა რაიონებად (ilçe). პროვინციის ხელმძღვანელობა განთავსებულია ცენტრალურ რაიონებში (merkez ilçe). ცენტრალურ რაიონებს ძირითადად პროვინციის სახელი ეწოდებათ. პროვინციებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული პირები ხელმძღვანელობენ.