თურქეთის რაიონები
From Wikipedia, the free encyclopedia
თურქეთის რაიონები(თურქ. ilçe, ილჩე) — ყველაზე მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული თურქეთის რესპუბლიკაში. თურქეთში 973 რაიონია, რომლებიც 81 პროვინციაში ერთიანდება. ოსმალეთის იმპერიის დროს და თურქეთის რესპუბლიკის პირველ წლებში შესაბამის ერთეულს კაზა ეწოდებოდა. რაიონის შემადგენლობაში შედის როგორც საქალაქო, ასევე სასოფლო ტერიტორიები. თითოეული პროვინცია შედგება იმავე დასახელების „ცენტრალური რაიონისა“ (თურქ. merkez ilçe, მერკეზ ილჩე) და დანარჩენი რაიონებისგან. ცენტრალური რაიონის ხელისუფალია ვიცე-გუბერნატორი, ხოლო დანარჩენ რაიონებს სათავეში კაიმაკამები უდგანან.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |