თოგოიანი, თოგოიანთკარი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, სამთავისის თემში.[1] მდებარეობს მდინარე ლეხურის ხეობაში. ზღვის დონიდან 750 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 12 კილომეტრით.[3] ამავე დასახელების სოფელი არის ჟამურშიც (ქსნის ხეობა).[4]
სოფელი | |
---|---|
თოგოიანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | სამთავისი |
კოორდინატები | 42°00′35″ ჩ. გ. 44°23′58″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
მოსახლეობა | 75[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 80,0% ოსები 17,3%[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ეტიმოლოგია
სახელი ეწოდება თოგოშვილების (ოს. Тогойтæ) საგვარეულოს გამო.
დემოგრაფია
რამდენიმე გვარი XX საუკუნის დასაწყისში ქსნის ხეობიდან ჩამოსახლდა. სოფელში ცხოვრობენ თოგოშვილები, ზოზრაშვილები (სოფელ კარადან — ჯერ წირში, შემდეგ აქ გადმოსახლდნენ), გაბოშვილები, ქენქაძეები და ჯაჯიშვილები.[5] 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 75 ადამიანი.
ცნობილი ადამიანები
თოგოიანიდან იყო ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ისტორიის ერთ-ერთი პირველი მეცნიერული ნაშრომის („ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ისტორია“, 1956) ავტორი გიორგი თოგოშვილი.[5]
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.