![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/34/Mt_Tetnuldi_%2528Photo_A._Muhranoff%252C_2011%2529.jpg/640px-Mt_Tetnuldi_%2528Photo_A._Muhranoff%252C_2011%2529.jpg&w=640&q=50)
თეთნულდი
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
თეთნულდი — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4852 მ. აგებულია ძირითადად ძველი კრისტალური ქანებისაგან. 3000 მ-ს ზემოთ დაფარულია მუდმივი თოვლით. თეთნულდი გამყინვარების დიდი ცენტრია. მის ფერდობზე ეშვება წანერის მყინვარი, ადიშის მყინვარი და სხვა.[1]
თეთნულდი | |
---|---|
![]() თეთნულდი | |
კოორდინატები: 43°01′50″ ჩ. გ. 42°59′35″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4852 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
![]() |
მწვერვალზე პირველად ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით 1930 წელს ავიდნენ. სიმონ ჯაფარიძის დაღუპვასთან დაკავშირებით მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გაშიშვლებულ კლდეს „ჯაფარიძის მოწმეები“ ეწოდა.[1]
თეთნულდის მიმდებარედ მოქმედებს სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი. კურორტის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო, მშენებლობის პირველი ფაზა 2016 წლის იანვარში დასრულდა.[2] თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონეა (1,7 კმ).[3]