From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე (ალიოშა) ბიჭიას ძე ჯაფარიძე (დ. 20 თებერვალი, 1899, ხრეითი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 12 ოქტომბერი 1945, მწვ. უშბა, დაკრძ. თბილისში, ვერის ბაღში) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, ალპინისტი, მთამსვლელობის ორგანიზატორი და საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936), ქართული ალპინისტური სკოლის შემქმნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1934), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1941).[1][2]
ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძე | ||
---|---|---|
დაბადების თარიღი |
20 თებერვალი, 1899 ხრეითი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | |
გარდაცვალების თარიღი |
12 ოქტომბერი, 1945 (46 წლის) მწვერვალი უშბა, სვანეთი, მესტიის რაიონი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი | |
დაკრძალულია | თბილისი | |
ეროვნება | ქართველი | |
პროფესია | ალპინისტი, მწვრთნელი, ინჟინერი | |
ჯილდოები |
|
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრო-მექანიკის ფაკულტეტი. შესრულებული აქვს ასზე მეტი ასვლა პამირისა და კავკასიონის მწვერვალებზე. საეტაპო და მნიშვნელოვანი იყო მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული პირველი ასვლები თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), უსახელო მწვერვალზე პამირში (1936), ცენტრალური კავკასიონის მცირე (1938) და დიდი ტრავერსი (1940), ასვლები ახალი გზით მყინვარწვერზე (1931), 1943 წლის ზამთრის ასვლა უშბაზე.
პირველმა შეისწავლა და გამოიკვლია ხვამლის, ორხვის, ორპირის, ტვიშის, შიომღვიმისა და უფლისციხის გამოქვაბულები, კაცხის სვეტი. 1936-1940 და 1943-1945 წლებში იყო საქართველოს ალპური კლუბის თავმჯდომარე. ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა მის მიერ დაარსებულ საქართველოს ალპურ კლუბს (1945), მწვერვალებს პამირსა და კავკასიონზე, სოფელ ხრეითში, მამაპაპეულ სახლში გახსნილია მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983).
დაკრძალულია ვერის ბაღში თავისი და-ძმის გვერდით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.