თბილისის არქიტექტურის სამსახური
From Wikipedia, the free encyclopedia
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (შემოკლებით: თბილისის არქიტექტურის სამსახური ან თბილისის არქიტექტურა) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებში ახორციელებს საჯარო ხელისუფლებას ქ. თბილისის ტერიტორიაზე.[1]
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თბილისის არქიტექტურა. |
თბილისის არქიტექტურის სამსახური | |
---|---|
![]() | |
დევიზი | ააშენე მარტივად |
შეიქმნა | 31 დეკემბერი, 2008 |
სტატუსი | სსიპ (მერიის დაქვემდებარებაში) |
ტიპი | საჯარო |
მიზანი | ქ. თბილისში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა. |
მდებარეობა | ჟ. შარტავას №7 |
ემსახურება რეგიონს | თბილისი |
სამსახურის უფროსი | თეიმურაზ ბოლოთაშვილი |
კურატორი | ირაკლი ხმალაძე |
ბიუჯეტი | ? |
შტატი | 117 |
შტატი | 117 |
სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია მერიისგან, თუმცა მის საქმიანობას კურირებას უწევს ვიცე-მერი. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. თბილისის მთავრობა.[1] არქიტექტურის სამსახურს ამჟამად ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - ნინო ღოღობერიძე[2].
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა.[1]