From Wikipedia, the free encyclopedia
თარსუსი (თურქ. Tarsus) — ისტორიული ქალაქი სამხრეთ-ცენტრალურ თურქეთში, მერსინის პროვინციაში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ქალაქი მერსინის პროვინციაში ადმინისტრაციულ ცენტრ ქალაქ მერსინის შემდეგ. ზაფხულობით ჰყავს საკმაოდ ბევრი ტურისტი. არის მერსინის პროვინციის აღმოსავლეთ საზღვართან. დასავლეთით ესაზღვრება მერსინის პროვინციის ქალაქები — თოროსლარი, აქდენლზი და ჩამლიაილა. აღმოსავლეთით ესაზღვრება ადანის პროვინცია, ხოლო ჩრდილოეთით — ნიგდეს პროვინცია. აქვს მერია და ჰყავს მერი — შევქეთ ჯანი.
ქალაქი | |
---|---|
თარსუსი Tarsus | |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | მერსინი |
კოორდინატები | 36°55′00″ ჩ. გ. 34°53′44″ ა. გ. |
მერი | შევქეთ ჯანი |
ფართობი | 2,019.43 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 23 მეტრი |
მოსახლეობა |
339 676 (2018), 346 715 (2020), 342 373 (2019), 329 494 (2016), 238 276 (2010) |
სიმჭიდროვე | 160 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
საფოსტო ინდექსი | 42XXX |
ოფიციალური საიტი | tarsus.bel.tr |
თარსუსის ისტორია 6000 წლის წინ იწყება. იგი მოესწრო ძალიან ბევრ ცივილიზაციას. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი. თავის დროზე ხეთებს ეკავათ. შემდეგ ქალაქი ჯერ ასირიელებმა, შემდეგ კი სპარსელმა მეფეებმა დაიპყრეს. ალექსანდრე დიდის მერე აქ ჯერ სელევკიდები, შემდეგ კი რომაელები მოვიდნენ.[1] საქმე მოციქულთას მიხედვით, პავლე მოციქული დაიბადა ქ. თარსუსში.[2] რომის იმპერიის დროს იყო კილიკიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.[3] 1198 წელს მცირე სომხეთის მეფე ლეო I აქ მეფედ ეკურთხა. თავის დროზე აქ იმყოფებოდნენ ჯვაროსნები ფრიდრიხ შვაბი და გოტფრიდ ბულონელი.[4] შემდეგში შედიოდა ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში.[5] შემდგომში დაიპყრეს თურქ-სელჩუკებმა. ოსმალეთის იმპერიის ბატონობის პერიოდი ქალაქზე სულთან სელიმ I მოღვაწეობის დროიდან იწყება. XV საუკუნეში დაიპყრო ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II-მ და შევიდა მერსინის პროვინციის შემადგენლობაში. ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდგომ, თარსუსი შევიდა თურქეთის რესპუბლიკაში.[6]
თარსუსი მდებარეობს ადანადან დასავლეთით 42 კმ-ზე, კილიკიის (მთათა სისტემის) - ტავრის გასწვრივ მდებარე ავტობანიდან 8 კმ-ის დაშორებით. მართალია თარსუსი ერთადერთი ქალაქია თურქეთის სამხრეთ სანაპიროზე, რომელმაც თავისი ანტიკური სახელი შეინარჩუნა, მაგრამ გეოგრაფიული ცვლილებების, ასევე ტავრის გზის გადანაცვლების გამო თავისი პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა. [7]
ადრე თარსუსი ზღვიდან 2-3 კმ-ით იყო დაშორებული, დღესდღეობით კი ეს მანძილი 15 კმ-ია. მდინარე თარსუსის (ანტიკური კიდნოსი) კალაპოტი ზღვიდან ქალაქზე მიდგომის საშუალებას იძლეოდა და ამასთან ქალაქი „კილიკიის კარიბჭესთან“ (ზღვის დონიდან 1050 მ-ზე მდებარე უღელტეხილი გიულექ ბოღაზი, ტავრის ყველაზე მნიშვნელოვანი გადასასვლელი) მისასვლელ გზას აკონტროლებდა. ციცაბო, სალი კლდეებით შემოსაზღვრულ „კარიბჭეს“ აღმოსავლეთიდან ახალი ავტობანი, ხოლო დასავლეთიდან ჩქაროსნული გზატკეცილი უვლის. [8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.