Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კილიკია — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი მზირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთში.
ძვ. წ. II ათასწლეულში კილიკიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ლუვიელები, ხეთები და ხურიტები. ძვ. წ. I ათასწლეულიდან კილიკიის მოსახლეობა გახდა მეტწილად სემიტურ-არამეული და ინდოევროპული. ძვ. წ. XIX საუკუნიდან ასურეთის შემადგენლობაში შედიოდა. ზოგი მკვლევარი კილიკიის სახელწოდებას უკავშირეს ასურული წყაროების „ხილაქუს“. ანტიკურ ხანაში კილიკია იყოფოდა „კილიკია ტრაქეად“ და „კილიკია პედიადად“. ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან კილიკია შევიდა აქემენიდების იმპერიის შემადგენლობაში, სომხეთის სატრაპიაში. ძვ. წ. 333 წელს დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა. ძვ. წ. 297 წლიდან შედიოდა სელევკიდების სახელმწიფოში. ძვ. წ. 103 წლიდან მოექცა რომის რესპუბლიკაში.
მას შემდეგ, რაც მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური რელიგია გახდა, კილიკია მოექცა ანტიოქიის საპატრიარქოს შემადგენლობაში. [1]კილიკია დაიყო ორ ეპარქიად, რომელთა მღვდელმთავრები ესწრებოდნენ ნიკეის პირველ საკლესიო კრებას 325 წელს ისევე. რომის იმპერიის დაყოფის შემდეგ, კილიკია გახდა ბიზანტიის იმპერიის ნაწილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.