წყალსაცავი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
ზონკარის წყალსაცავი — კომპლექსური დანიშნულების წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადის — პატარა ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1209 მ სიმაღლეზე. წაგრძელებული ფორმისაა. წყლის ზედაპირის ფართობი 1,4 კმ², წყლის საერთო მოცულობა 40,0 მლნ. მ³, სასარგებლო მოცულობა 39,0 მლნ. მ³.[1] კაშხლის სიმაღლეა 78 მ. სპეციალისტთა შეფასებით, თუ წყალსაცავზე აღიმართება ჰიდროელექტროსადგური შესაძლებელი იქნება გამომუშავდეს 8 მეგავატი ელექტროენერგია.[2] 2009 წელს თავიდან აიცილეს შესაძლო სტიქიური უბედურება, რომლის შედეგადაც დაიტბორებოდა ახლო მდებარე მრავალი სოფელი.[3] იგი აბრკოლებს აგრეთვე კალმახის მიგრაციას პატარა ლიახვის სათავეებში. წყალსაცავი გამოყენებულია საირიგაციოდ და მელიორაციის მიზნით; აგრეთვე რეგიონისთვის როგორც სასმელი წყლის მომწოდებელი წყარო.[4] სანაპიროსთან გაშენებულია სოფლები: ზემო ზონკარი, ქვემო ზონკარი და აწრისხევი.[5]
ზონკარის წყალსაცავი | |
---|---|
კოორდინატები: 42°17′11″ ჩ. გ. 44°10′50″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ერედვის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
ზღვის დონიდან | 1209 მ |
ფართობი | 1,4 კმ² |
მოცულობა | 0,04 კმ³ |
კაშხლის სიმაღლე | 78 მ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.