![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/66/Le_Jupiter_Olympien_ou_l%2527art_de_la_sculpture_antique.jpg/640px-Le_Jupiter_Olympien_ou_l%2527art_de_la_sculpture_antique.jpg&w=640&q=50)
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში
From Wikipedia, the free encyclopedia
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში — მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ღმერთ ზევსის გიგანტური ქანდაკება მისი სახელობის ტაძარში, ქალაქ ოლიმპიაში. შექმნა არქიტექტორმა ფიდიასმა ქრისოელეფანტური ტექნიკით, ძვ. წ. 430-იან წლებში. მდებარეობდა ტაძრის ცელაში. სიმაღლეში 12,4 მეტრი იყო. ქანდაკების შესახებ 60-ზე მეტი ანტიკური ცნობაა მოღწეული, მისი გარეგნული სახე რეკონსტრუირებულია პავსანიას აღწერის, სტრაბონის ცნობების, ასევე მონეტებზე არსებული გამოსახულებების საფუძველზე: ზევსი, თავზე ზეთისხილის გვირგვინითა და მოსასხამით, რომელზეც ცხოველებისა და შროშანების გამოსახულებები იყო დატანილი, იჯდა ძვირფასი მასალებით აგებულ ტახტზე, მარჯვენა ხელში ეჭირა სფერო, რომელზეც იდგა ნიკეს ფიგურა, მარჯვენაში კი — სკიპტრა არწივის ფიგურით. ტახტი მორთული იყო მრავალი ფიგურით, რელიეფითა და პინაქსით.[1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/66/Le_Jupiter_Olympien_ou_l%27art_de_la_sculpture_antique.jpg/640px-Le_Jupiter_Olympien_ou_l%27art_de_la_sculpture_antique.jpg)
ლუკიანე სამოსატელის გადმოცემით, ძვ. წ. II საუკუნეში მიწისძვრების შედეგად დაზიანებულ ქანდაკებას რესტავრაცია ჩაუტარა მოქანდაკე დიმოფონტემ. ვარაუდობენ, რომ ზევსის ქანდაკება განადგურდა 425 წელს ტაძარში გაჩენილი ხანძრის დროს. გიორგი კედრენეს ცნობით, V საუკუნის დასაწყისში იგი კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, სადაც განადგურდა 475 წლის ხანძრის შედეგად. ამ ქანდაკების იკონოგრაფია აისახა ძველრომაულ ქანდაკებებში (მაგ., I საუკუნის ქანდაკება „იუპიტერი“, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი და სხვ.).[1]