![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Strabo.jpg/640px-Strabo.jpg&w=640&q=50)
სტრაბონი
From Wikipedia, the free encyclopedia
სტრაბონი[1] (ბერძ. Στράβων; დ. ძვ. წ. 64/63 — გ. 23/24) — ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Strabo.jpg/640px-Strabo.jpg)
წარმოშობით პონტოელი ბერძენი ქალაქ ამასიადან, წარჩინებული წრიდან. თავისი დროისთვის ბრწყინვალე განათლება მიუღია. ბევრი უმოგზაურია, ფიქრობენ, რომ კოლხეთის სამეფოშიც ყოფილა. ცნობილია მისი ორი ნაწარმოები : „საისტორიო ნარკვევები“ და „გეოგრაფია“. პირველი ნაშრომი 47 წიგნისაგან შედგებოდა და წარმოადგენდა პოლიბიოსის ნაშრომის —„ისტორიის“ გაგრძელებას. მისგან მხოლოდ 19 ფრაგმენტია მოღწეული. მეორე ნაშრომი — „გეოგრაფია“, რომელიც 17 წიგნისაგან შედგება, თითქმის მთლიანადაა დაცული. სტრაბონი თხზულების XI–XVI წიგნებში აზიის შესახებ მოგვითხრობს, ხოლო XVII-ში — აფრიკის შესახებ. ავტორის მონათხრობი ნაწილობრივ საკუთარი მოგზაურობის დროს შეკრებილ მასალას ემყარება, ნაწილობრივ კი — უფრო ადრეული ავტორების (ერატოსთენე, არტემიდორე, პოლიბიოსი, მეგასთენე) შრომებს.