სოფელი აფხაზეთში, საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
ზეგანი[2][3] (აფხ. Ԥшашьха[4] [ფშაშჲხა]; ყოფილი ევდოკიმოვკა, გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[5]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (მეხადირის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე ჟეოფსეს მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 520 მ, გაგრიდან 34 კმ.
სოფელი | |
---|---|
ზეგანი აფხ. Ԥшашьха | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | მეხადირი |
კოორდინატები | 43°27′01″ ჩ. გ. 40°08′58″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ევდოკიმოვკა |
ცენტრის სიმაღლე | 520±1 მეტრი |
მოსახლეობა | 90[1] კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
XX საუკუნის დასაწყისში აქ შეიქმნა რუს კოლონისტთა სოფელი ევდოკიმოვკა. 1948 წელს ქართული სახელი ზეგანი ეწოდა,[6] რაც ქართულად ვრცელ და ამაღლებულ ადგილს ნიშნავს. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს ფშაშხა (Пшашьха).
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 90 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 90 | -- | -- |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.