From Wikipedia, the free encyclopedia
ზაგროსი (სპარს. رشتهكوههای زاگرس) — მთათა სისტემა ირანის ტერიტორიაზე. მდებარეობს ირანის მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთით. ნაწილი ერაყის ტერიტორიაზეც ვრცელდება. სიგრძე დაახლოებით 1500 კმ, სიგანე 200-300 კმ. უმაღლესი მწვერვალი 4550 მ (მთა ზარდქუჰი) ქალაქ ისპაანის სიახლოვეს მდებარეობს. მწვერვალებზე მცირე მყინვარებია. ზაგროსი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული ურთიერთპარარელური ქედების სისტემაა. ქედები ერთიმეორისაგან გამოყოფილია ვიწრო, კანიონისებრი ხეობებითა და ქვაბულებით. ჩამოყალიბებულია რამდენიმე ეკოსისტემა, რომელთაგან გამორჩეული ადგილი უკავია ტყისა და ტყე-სტეპის ზონებს. აგებულია მეზოზოური და კაინოზოური კირქვებითა და ფიქლებით. ასაკი ალპის მთების ასაკს უახლოვდება. განვითარებულია კარსტი. მარილიანი ბორცვები და მყინვარები ზაგროსისთვის აგრეთვე ნიშანდობლივი ფორმებია.
ზაგროსი | |
---|---|
ზაგროსის უმაღლესი წერტილი — ზარდქუჰი | |
კოორდინატები: 33°40′00″ ჩ. გ. 47°00′00″ ა. გ. | |
ქვეყანა | ირანი ერაყი |
უმაღლესი წერტილი | ზარდქუჰი |
სიმაღლე | 4550 მ |
სიგრძე | 1500 კმ |
სიგანე | 200-300 კმ |
განვითარებულია მშრალი სუბტროპიკული კლიმატი. ჭარბობს მთა-უდაბნოს ლანდშაფტი. რელიეფის ფორმების ტიპური ერთეულებია: მლაშობები, ტბები და ოაზისები. არის ნავთობის საბადოები. ხარობს ფინიკის პალმა, ვაზი და ციტრუსები.
სოფლის მეურნეობის ნიშნები ზაგროსის მთისწინეთში ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის 9000 წ. შეინიშნება, კერძოდ ქალაქებს: ანშანსა და სუზში. ჯარმო წარმოადგენს ერთადერთ არქეოლოგიურ ძეგლს. აღსანიშნავია აგრეთვე შანიდარის მღვიმე, სადაც აღმოაჩინეს ნეანდერტალელის კვალი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.