From Wikipedia, the free encyclopedia
ვორონეჟი (რუს. Воро́неж) — ქალაქი დასავლეთ რუსეთში. 2002 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 848,752 ადამიანს. რუსეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით 16-ე ადგილი უკავია, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 1,438 ადამიანს. ქალაქის ფართობი შეადგენს 590.43 კმ²-ს. ვორონეჟიდან 223 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი ტამბოვი, ხოლო 710 კილომეტრში მდებარეობს უკრაინის ქალაქი ლუგანსკი. ქალაქი გაშენებულია მდინარე ვორონეჟის ნაპირებზე. ვორონეჟის ყველაზე ცხელი თვეებია ივნისი და ივლისი, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია იანვარი და თებერვალი. ქალაქის ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 559 მმ-ს. ვორონეჟი არის ვორონეჟის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვორონეჟი Воронеж | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | ვორონეჟი | ||||
შიდა დაყოფა | Leninsky District, Zheleznodorozhny District, Kominternovsky District, Levoberezhny District, Soviet District და Tsentralny District | ||||
კოორდინატები | 51°40′18″ ჩ. გ. 39°12′38″ ა. გ. | ||||
მერი | ალექსანდრე გუსევი | ||||
დაარსდა | 1585-1586 | ||||
ფართობი | 601 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 154 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 1,014,610 კაცი (2014) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 473 | ||||
საფოსტო ინდექსი | 394000-394095 | ||||
ოფიციალური საიტი | voronezh-city.ru | ||||
ქალაქი ვორონეჟი დაარსდა 1585 - 1586 წლებში, მეფე თედორე I-ის მიერ. XVII საუკუნეში რუსეთის იმპერატორმა პეტრე I დიდმა დაიწყო ბრძოლა ტერიტორიის გასაფართოვებლად და აზოვის ზღვაზე გასასვლელად, ამ ბრძოლებში ქალაქი ვორონეჟი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურმა გერმანიამ შეძლო ამ ქალაქის დაკავება, ვორონეჟიდან ხორციელდებოდა ფაშისტების შეტევა ქალაქ სტალინგრადზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.