From Wikipedia, the free encyclopedia
ვლორა (ალბ. Vlora) — საპორტო ქალაქი და მუნიციპალიტეტი სამხრეთ ალბანეთში. წარმოადგენს ალბანეთის სიდიდით მეორე საპორტო ქალაქს, ამ მხრივ იგი მხოლოდ დურესს ჩამორჩება. 1912 წლის 28 ნოემბერს სწორედ ვლორაში გამოცხადდა ალბანეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მოკლე დროის განმავლობაში იყო ალბანეთის დედაქალაქი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვლორა Vlora | |||||
| |||||
ქვეყანა | ალბანეთი | ||||
ოლქი | ვლორა | ||||
კოორდინატები | 40°27′09″ ჩ. გ. 19°29′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Dritan Leli | ||||
პირველი ხსენება | 6. century BCE | ||||
ფართობი | 12 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 104 827 (მუნიციპალიტეტის) კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 170 (მუნიციპალიტეტის) კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 033 | ||||
საფოსტო ინდექსი | 9401–9494 | ||||
საავტომობილო კოდი | VL | ||||
ოფიციალური საიტი | vlora.gov.al | ||||
დაარსდა ძვ. წ. VI საუკუნეში როგორც ძველი ბერძნული კოლონია აულონი და თითქმის 26 საუკუნის განმავლობაში უწყვეტადაა დასახლებული. ვლორის პორტითა და უნივერსიტეტითურთ ვლორა სამხრეთ-დასავლეთი ალბანეთის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და კულტურული ქალაქია.
თანამედროვე მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდა 2015 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად 5 ყოფილი მუნიციპალიტეტის გაერთიანებით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ვლორა.[1] 2011 წლის აღწერის მიხედვით, საერთო მოსახლეობა შეადგენს 104 827 ადამიანს 616,85 კმ²-ზე.[2] ახალი მუნიციპალიტეტი ვრცელდება ნოვოსელეთან მდებარე მდინარე ვიოსას დელტადან ლოგარას უღელტეხილამდე, მოიცავს ქალაქ ორიკუმსაც.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.