From Wikipedia, the free encyclopedia
ალბანური ენა (ალბანურად: shqip ან gjuha shqipe; ითარგმნება, როგორც ალბანური ენა) — ალბანელების ენა, არის ინდოევროპული ოჯახის ცალკე ჯგუფის ენა. ვარაუდობენ, რომ ალბანური ენა გამქრალი პალეობალკანური ენების წარმომადგენელია. იგი გენეტიკურად ყველაზე ახლოს დგას ილირიულთან, მესაპურთან და თრაკიულთან. ალბანურად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი საუბრობს, ძირითადად, ალბანეთში, კოსოვოში (სერბეთი), ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთში.
ალბანური პირველად მოხსენიებულია დუბროვნიკში ნახულ XIII საუკუნის ბოლოს გაკეთებულ დანაშაულის შესახებ ანგარიშში. ალბანურის პირველი აუდიოჩანაწერი გაკეთებულია ნორბერტ იოკლის მიერ 1914 წლის 4 აპრილს ქალაქ ვენაში.[1]
ოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი:
მე-17 საუკუნეში იყო მცდელობა, ალბანური ენისთვის ორიგინალური ანბანი შეექმნათ, მაგრამ იგი წარუმატებლად დასრულდა. ალბანური ანბანი ასე გამოიყურება: a, b, c, з, d, dh, e, ё (რედუცირებული ხმოვანი), f, g, gj, h, i, j, k, l, ll, m, n, nj, o, p, q, r, rr, s, sh, t, th, u, v, x, xh, y, z, zh. იგი შედგება 36 ასოსაგან, რომელთაგან 7 ხმოვანს აღნიშნავს, 29 - თანხმოვანს. ენაში არის, აგრეთვე, დიგრაფები: dh, gj, ll, nj, rr, sh, th, xh, zh. მორფოლოგია საკმაოდ რთულია. ალბანურში არის 8 დრო, 2 ასპექტი და 6 ბრუნვა. წინადადებაში სიტყვათა წყობა ასეთია: ქვემდებარე-შემასმენელი-დამატება. ზედსართავი სახელი ხშირად დგას ბოლო ადგილზე.
ფრაზები და სიტყვები
ბაგისმიერი | კბილისმიერი | წინანუნისმიერი | უკანანუნისმიერი | პალატალური | რბილსასისმიერი | სახმოსიმებისეული | |||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სწორი | ველარული | ||||||||
ნაზალური | m | n | ɲ | (ŋ) | |||||
ხშული | ყრუ | p | t | k | |||||
მჟღერი | b | d | ɡ | ||||||
აფრიკატი | ყრუ | t͡s | t͡ʃ | c͡ç | |||||
მჟღერი | d͡z | d͡ʒ | ɟ͡ʝ | ||||||
სიბილანტი | ყრუ | f | θ | s | ʃ | h | |||
მჟღერი | v | ð | z | ʒ | |||||
გვერდითი | l | ɫ | j | ||||||
მიმდები | ɾ | ||||||||
მთრთოლი | r |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.