ვირუნგის მთები
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ვირუნგის მთები (ფრანგ. Montagnes des Virunga) — ვულკანური მთების სისტემა აფრიკაში, კივუს და ედუარდის ტბებს შორის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, რუანდის და უგანდის სახელმწიფო საზღვრის შეპირაპირების ადგილას. დიდი რიფტული ხეობის ნაწილია. მაქსიმალური სიმაღლე 4507 მ.[1] მისი ფართობი შეადგენს 7707 კმ²-ს, სიგრძე 149 კმ-ია, ხოლო სიგანე 82 კმ.
ვირუნგის მთები | |
---|---|
მთა მიკენო | |
კოორდინატები: 01°25′45″ ს. გ. 29°32′54″ ა. გ. | |
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა რუანდა უგანდა |
უმაღლესი წერტილი | კარისიმბი |
სიმაღლე | 4507 მ |
ვირუნგის მთების ჯაჭვში შედის 8 დიდი ვულკანი, მათ შორის 2 — ნიირაგონგო (3462 მეტრი) და ნიამლაგირა — მდებარეობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 1977 წელს ნიირაგონგოს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა 2000-ზე მეტი ადამიანი. 2002 წელს გავარვარებულმა ლავამ შეავსო ნიირაგონგოს ვულკანური კრატერი და დაფარა ვულკანიდან 20 კმ-ში მდებარე ქალაქი გომა. დაიღუპა 147 ადამიანი, 250 000 ადამიანი გაიქცა, მათ შორის მეზობელი რუანდის ტერიტორიაზეც.
მთების ჯაჭვის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობენ ვულკანები კარისიმბი (4507 მ), მიკენო (4437 მ) და ბისოკე (ბისოკო, 3711 მ). აღმოსავლეთ ნაწილში — ამ მთიანი სისტემის უძველესი ვულკანი საბინიო (3634 მ), ასევე ვულკანები გაბინდა (3474 მ) და მუჰაბურა (4127 მ).
ვირუნგის მთების ჭიუხები დაფარულია ტროპიკული ტყეებით, სადაც ბინადრობენ პრიმატების იშვიათი წარმომადგენლები — მთის გორილები. ამ ცხოველების შესანარჩუნებლად 1925 წელს პრინც ალბერტის მიერ დაარსდა აფრიკის კონტინენტზე პირველი ეროვნული პარკი — ალბერტის ეროვნული პარკი. 1969 წელს ის გაიყო ბირუნგის ეროვნულ პარკად რუანდაში და ვირუნგის ეროვნულ პარკად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ამ ორი ადგილის გარდა, მთის გორილები ცხოვრობენ მხოლოდ ბვინდის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უგანდაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.