From Wikipedia, the free encyclopedia
ედუარდი (ინგლ. Lake Edward) — ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, უგანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მდებარეობს მდინარე ნილოსის აუზში, აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული სისტემის დასავლეთ განშტოებაზე არსებულ ტექტონიკურ ღრმულში, ზღვის დონიდან 912 მ სიმაღლეზე. ფართობი — 2325 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 112 მ. სიგრძე — 77 კმ, სიგანე — 40 კმ. ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაპირები დაბალია. ტბიდან გამოდის მდინარე სემლიკი და ერთვის ალბერტის ტბას. ჩრდილო-აღმოსავლეთით უერთდება ჯორჯის ტბას. ტბის აკვატორია შედის ვირუნგისა და კუინ-ელიზაბეთის ეროვნულ პარკებში. ბინადრობენ ბეჰემოთები.
ედუარდი | |
---|---|
ინგლ. Lake Edward | |
ედუარდის ტბა | |
კოორდინატები: 0°20′ ს. გ. 29°36′ ა. გ. | |
მდებარეობა | უგანდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 912 მ |
სიგრძე | 77 კმ |
სიგანე | 40 კმ |
ფართობი | 2325 კმ² |
მოცულობა | 39,5 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 17 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 112 მ |
აუზის ფართობი | 12 096 კმ² |
1973-1979 წლებში, უგანდის დიქტატორის იდი ამინის პატივსაცემად ეწოდებოდა იდი-ამინ-დადა. ტბას სახელი „ედუარდი“ უწოდა ჰენრი მორტონ სტენლიმ, ედუარდ VII-ის პატივსაცემად. მდიდარია თევზით. განვითარებულია თევზჭერა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.