From Wikipedia, the free encyclopedia
ვასილ დოლენკო (დ. 13 იანვარი, 1902, ერევანი — გ. 8 თებერვალი, 1998, მოსკოვი) — საბჭოთა კინოს მემონტაჟე, ხმის რეჟისორი. სამონტაჟო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1969).
ვასილ დოლენკო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
13 იანვარი, 1902 ერევანი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
8 თებერვალი, 1998 (96 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
ჯილდოები |
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1969) |
დაიბადა 1902 წლის 13 იანვარს. დაამთავრა თბილისის მე-6 ვაჟთა გიმნაზია. 1923 წელს ჩაირიცხა ლენტების დამწებებლად განსახკომის კინოსექციაში. თავისი პირველი კინო მოღვაწეობა დაიწყო რაჟისორ ივანე პერესტიანთან. 1923 წელს დაინიშნა სამონტაჟო ცეხის უფროსად, შემდეგში მონტაჟის რეჟისორად. „ქართულ ფილმში“ მუშაობდა 70 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში 200-ზე მეტ ფილმზე იმუშავა. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. მუშაობა შეწყვიტა 90 წლის ასაკში.
1994 წელს საცხოვრებლად გადავიდა შვილებთან მოსკოვში. გარდაიცვალა 1998 წელს. დაკრძალულია ტროეკუროვის სასაფლაოზე.
|
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.