From Wikipedia, the free encyclopedia
ვარშავის აჯანყება (პოლ. powstanie warszawskie; გერმ. Warschauer Aufstand) — პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობის და პოლონეთის საშინაო არმიის (პოლ. Armia Krajowa) აჯანყება მეორე მსოფლიო ომისას, 1944 წელს 1 აგვისტოდან 2 ოქტომბრამდე (63 დღის განმავლობაში), ვარშავის გერმანული ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად. აჯანყება განძრახ დაამთხვიეს პოლონეთიდან გერმანული ჯარების გაყვანის დაწყებას საბჭოთა წინსვლის შემდეგ.[13] ქალაქის დასავლეთ გარეუბნებთან მიახლოვებისას წითელმა არმიამ შეაჩერა წინსვლა და გერმანელებს საშუალება მისცეს დაემარცხებინათ პოლონური წინააღმდეგობა და გაენადგურებინათ ვარშავა. აჯანყება გაგრძელდა 63 დღის მანძილზე მცირე გარე დახმარებით. ეს იყო ევროპული წინააღმდეგობების მოძრაობების მიერ განხორციელებული აჯანყებებისგან ყველაზე ფართომასშტაბიანი მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას.[14]
ვარშავის აჯანყება | |||||
---|---|---|---|---|---|
ოპერაცია ტემპესტის და მეორე მსოფლიო ომის ნაწილი | |||||
მშვიდობიანები აწყობენ ტანკსაწინაღმეგო სანგარს ვოლას რაიონში; გერმანული ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი ვარშავის თეატრის მოედანზ; საშინაო არმიის სამხედრო იცავს ბარიკადას; ბილანსკას ქუჩის ნანგრევები; აჯანყებულები ტოვებენ ქალაქის ნანგრევებს დანებების შემდეგ; მოკავშირეების სატრასპორტო თვითმფრივი ამარაგებს პოლონელ აჯანყებულებს წმინდა ჯვრის ეკლესიასთან. | |||||
თარიღი |
1944 წლის 1 აგვისტო – 2 ოქტომბერი (63 დღე) | ||||
მდებარეობა |
ვარშავა, პოლონეთი 52°13′48″ ჩ. გ. 21°00′39″ ა. გ. | ||||
შედეგი |
გერმანელების გამარჯვება
| ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ვარშავის აჯანყება ვიკისაწყობში |
აჯანყება დაიწყო 1944 წლის 1 აგვისტოს, როგორც ოპერაცია ტემპესტის ნაწილი, საბჭოთა კავშირის ლუბინ-ბრესტის თავდასხმის პარალელურად. პოლონელების მთავარი ნიზნები იყო გერმანელების ვარშავიდან განდევნა და მოკავშირეების ხელშეწყობა ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში. ასევე, პოლონეთის მიწისქვეშა სახელმწიფოს პოლიტიკური მიზანი იყო პოლონეთის დედაქალაქის გათავისუფლება და პოლონური სუვერენიტეტის აღდგენა, მანამ სანამ ძალაუფლებას ხელში სსრკ-ის მხადრაჭერილი პოლონეთის ეროვნული გათავისუფლების კომიტეტი ჩაიგდებდა. სხვა გამომწვევი მიზეზები შეიცავდა გერმანელების მიერ სიკვდილის მარშების მოწყობის შიშები; რადიო მოსკოვის პოლონური სერვისის მოწოდებები აჯანყებისთვის; და პოლონელი ხალხის ემოციური სურვილი სამართლის აღდგენისა და შურისძიებისათვის 5 წლიანი გერმანული ოკუპაციის შემდეგ.[15][16]
თავდაპირველად, პოლონელებმა კონტროლი დაამყარეს ცენტლარული ვარშავის უმეტეს ნაწილზე, მაგრამ საბჭოელებმა დააიგნორეს პოლონეთის მცდელობები რადიო კონტაქტის დამყარებისათვის და ქალაქის საზღვრებში არ შევიდნენ. გაგრძელდა ინტენსიური ბროლები ქუჩებში, გერმანელებსა და პოლონელებს შორის. 14 სექტემბრისათვის, მდინარე ვისლას აღმოსავლეთ ნაწილი (პოლონური წინააღმდეგობის პოზიიცების მოპირდაპირე პოზიციები) დაიკავეს სსრკ-ის მეთაურობის ქვეშ მყოფმა პოლონელმა მებრძოლებმა; 1 200 კაცი გადავიდა მდინარის მეორე ნაპირზე, თუმცა მათ წითელმა არმიამ მხარი არ დაუჭირა. ამან, და საბჭოთა საჰაერო მხარდაჭერის ნაკლებობამ გამოიწვია ეჭვები, რომ სტალინი ტაქტიკურად და განზრახ ტოვებდა მარტო პოლონელებს, გერმანელების წინააღმდეგ. არტურ კოესტლერმა საბჭოელების განწყობას „ამ ომის ერთ-ერთი უდიდესი უსინდისობა რომელსაც მომავალი ისტორიკოსები ეთიკის ისეთივე დონეზე დააყენებენ როგორც ლიდიკს.“[17]
უინსტონ ჩერჩილი უშედეგოდ სთხოვდა ბრიტანეთის მოკავშირე პოლონელების დახმარებას სტალინსა და რუზველტს.[18] შემდეგ, სსრკ-ის ნებართვის გარეშე, ჩერჩილმა 200 დაბალი დონის მომარაგებელი თვითმფრინავი გაგზავნა ვარშავაში სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხრეთ აფრიკის საჰაერო ძალების და პოლონეთის საჰაერო ძალების დახმარებით, ვარშავის საჰაერო მომარაგებისას. შემდგობში, საბჭოთა კავშირის ნებართვის შემდეგ, აშშ-ის არმიის საჰაერო ძალებმა გაგზავნა ერთი მაღალი დონის მასიური საჰაერო მომარაგება ვარშავაში, როგორც ოპერაცია ფრანტიკის ნაწილი.
დანაკარგების ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ რომ პოლონური წინააღმდეგობის 16 000 წევრი დაიღუპა, დაიჭრა 6 000. დამატებით, დააბლოებით 150 000-200 000 პოლონელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, უმეტესობა მასობრივი სიკვდილით დასჯისას. ებრაელები, რომლებსაც პოლონელები მფარველობდნენ, გერმანელების მიერ სახლიდან სახლამდე წმენდებში მოყვნენ. გერმანელებმა დაახლოებით 2 000-17 000 სამხედრო დაკარგეს.[11] ურბანული ბრძოლებისას ვარშავის შენოების 25% დაინგრა. პოლონური ძლაების დანებების შემდეგ, გერმანელებმა სისტემატიურად გაანადგურეს კიდევ 35%. 1939 წლის პოლონეთში შეჭრისა და 1943 წლის ვარშავის გეტოს აჯანყებასთან ერთად, საერთო ჯამში ქალქის 85%-ზე მეტი განადგურებული იყო, როდესაც გერმანელებს ქალაქის დატოვება მოუწიათ საბჭოთა წინსვლის შედეგად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.