From Wikipedia, the free encyclopedia
მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავის გეტოს აჯანყება (იდიშ. אױפֿשטאַנד אין װאַרשעװער געטאָ; პოლ. Powstanie w getcie warszawskim; გერმ. Aufstand im Warschauer Ghetto) — ებრაული და პოლონური წინააღმდეგობის ძალების მიერ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება ოკუპირებული პოლონეთის დედაქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ნაცისტური გერმანიის ძალების მიერ ვარშავის გეტოს ლიკვიდაციის თავიდან არიდებასა და გეტოში მყოფი ადამიანების გადარჩენას.
ვარშავის გეტოს აჯანყება | |||
---|---|---|---|
მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის ნაწილი | |||
თარიღი | 19 აპრილი, 1943 - 16 მაისი, 1943 | ||
მდებარეობა | ვარშავის გეტო, პოლონეთი | ||
შედეგი | გერმანელთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ვარშავის გეტოს აჯანყება ვიკისაწყობში |
აჯანყება გერმანელთა მიერ გეტოს დარჩენილი მოსახლეობის ტრებლინკას საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანის გადაწყვეტილებას მოჰყვა. აჯანყება 1943 წლის 18 იანვარს დაიწყო, ხოლო მისი ძირითადი შეიარაღებული ფაზა იმავე წლის 19 აპრილიდან 16 მაისამდე გაგრძელდა. აჯანყებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდნენ ძლიერ წინააღმდეგობას გერმანულ ძალებს.
აჯანყება დასრულდა, როდესაც ცუდად შეიარაღებული და ცუდად მომარაგებული აჯანყებულები იორგენ შტროპის დაქვემდებარებაში მყოფმა გერმანულმა ძალებმა გაანადგურეს. ბრძოლის შედეგად გერმანელებმა გეტო მთლიანად დაანგრიეს. ვარშავის გეტოს აჯანყება იყო ებრაული წინააღმდეგობის ყველაზე დიდი გამოვლინება მთელი ჰოლოკოსტის განმავლობაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.