From Wikipedia, the free encyclopedia
ეროვნული-რევოლუციური არმია (ჩინ: 國民革命軍|国民革命军) — პარტია გომინდანის შეიარაღებული ძალები, ხოლო გომინდანის დამარცხების შემდეგ სამოქალაქო ომში — ჩინეთის რესპუბიკის ეროვნული შეიარაღებული ძალები 1947 წლამდე.
ეროვნული-რევოლუციური არმია | |
---|---|
არსებობის წლები | 1925 - 1948 |
ქვეყანა | ჩინეთის რესპუბლიკა |
დაქვემდებარება | გომინდანი |
ტიპი | არმია |
მონაწილეობა მიიღო | აღმოსავლეთის ლაშქრობა ჩრდილოეთის ლაშქრობა ჩინეთის სამოქალაქო ომი იაპონია ჩინეთის ომი |
მეთაურები | |
სახელგანთქმული მეთაურები | ჩან კაი-ში ჩენ ჩენი და სხვა |
ინდუსტრია | |
საგარეო მომწოდებელი | ბელგია კანადა ჩეხოსლოვაკია დანია საფრანგეთი მესამე რაიხი იტალიის სამეფო (1861-1946) სსრკ შვედეთი დიდი ბრიტანეთი აშშ |
გომინდანის შეიარაღებული ძალები შეიქმნა 1925 წელს ჩინეთში სამოქალაქო ომის პერიოდში. ერა-ს მთავარსარდალი ჩან კაი-ში. 1926—1927 წლებში ჩრდილოეთის ლაშქრობის მსვლელობის დროს ერა-მ დაამარცხა ადგილობრივი მილიტარისტების უმეტესი ნაწილი და დაამყარა გომინდანის ხელისუფლება ჩინეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე.
1928 წელს მოხდა განხეთქილება გომინდანსა და კომუნისტებს შორის, რომლებიც იყო მისი ნაწილი. ნანჩანსკის დროს ეროვნული-რევოლუციური არმიის ჯარის ნაწილი გადავიდა კომუნისტების მხარეს და შექმნა წითელი არმია (შემდგომში ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია). შემდგომში ერა ატარებდა ოპერაციებს კომუნისტების წინააღმდეგ, ხოლო იაპონია ჩინეთის ომის დროს იცავდა ქვეყანას იაპონელებისგან.
1947 წელს ერა-ს ჩინეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ეწოდა. სამოქალაქო ომში კომუნისტებთან დამარცხების შემდეგ, ეროვნული-რევოლუციური არმიის ნარჩენები გადავიდნენ ტაივანში, სადაც გახდა ტაივანის ძირითადი არმია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.