1561 — 29 ივნისი - ნახევრძმების ძალაუფლებათა შესაკვეცად მან გამოსცა ე.წ. «არგობას არტიკლები».
იმავე წელს ერიკ XIV დაიპყრო ქალაქი ტალინი და მტალი ესტონეთი. ამით მან დაასწყო ძმას, იოჰანს, ფინეთის ჰერცოგს და ხელი შეუშალა ამ უკანასკნელის პატივმოყვარე მიზნებს.
1562 — იოჰანმა დახმარებისათვის პოლონეთსმიმართა. იქორწინა კატარინა იაგელონიცაზე და დიდი თანხის სანაცვლოდ მიიღო მიწები ლიფლანდიაში. ეს მიწები ესტონეთის საზღვრებთან მდებარეობდა და ამით ხელს უშლიდა ერიკის ექსპანსიას ბალტიისპირეთში.
1563 — პოლონეთიდან ტურკუში დაბრუნებულ იოჰანს ერიკმა შეხვედრა შეთავაზა, რომ გამოერკვია ვის მხარეს დაიჭერდა მისი ძმა.
23 აპრილი - საკუთარი მსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით რაიხსტაგმა იოჰანს სახელმწიფოს ღალატში დადო ბრალი და სიკვდლილით დასჯა მიუსაჯა. თუმცა შეწყალებულ იქნა და გრიპსჰოლმის სასახლეში დაატუსაღეს.
იმავე წელს ერიკი ჩაება «სამი გვირგვინის ომში» (1563–1570) დანიისა და გერმანულჰანზას წინააღმდეგ. მიუხედავად ბრძოლებში პირადი მონაწილეობისა ერიკი ვერ აღმოჩნდა კარგი მთავარსარდალი და შვედეთი წაგებას წაგებაზე ნახულობდა. სამაგიეროდ დიდ გამარჯვებებს მიაღწია შვედურმა ფლოტმა.
1568 — ერიკ XIV ცდილობდა დაქორწინებულიყო მარია სტიუარტზე ან რენატა ფონ ლოთრინგენზე. ამასობაში მან საკმარიკი ყურადღება ვერ მიაქცია საშინაო პრობლემებს და შვედ დიდებულთა აჯანყებას აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა.
29 სექტემბერი - იგი დაპატიმრებულ იქნა მისი მოჯანყე ძმის იოჰანის მიერ, რომელიც ერიკმა დაუფიქრებლად გამოუშვა საპყრობილედან.
1577 — 26 თებერვალი - ერიკი გარდაიცვალა ტყვეობაში იორბიუსის სასახლეში. სავარაუდოდ იგი მოწამლულ იქნა. დასაფლავებულ იქნა ვესტერაასის ტაძარში.