![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f8/One_child_policy.jpg/640px-One_child_policy.jpg&w=640&q=50)
ერთი ბავშვის პოლიტიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ერთი ბავშვის პოლიტიკა (ჩინ.: 计划生育政策) — ოჯახებისთვის ერთ ბავშვზე მეტის ყოლის შეზღუდვა, რომელისაც ჩინეთის მთავრობა მოსახლეობის ზრდის კონტროლისთვის ახორციელებს. ჩინეთის მთავრობა მას ოფიციალურად მოიხსენებს როგორც — ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკას.[1] ის ოფიციალურად ზღუდავს დაოჯახებულ წყვილებს ერთზე მეტი ბავშვის ყოლისგან. თუმცა რამდენიმე შემთხვევაში არის გამონაკლისებიც. კერძოდ: სოფელში მაცხოვრებლებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის და დედისერთა მშობლებისთვის.[2] ერთი ბავშვის პოლიტიკის კომიტეტის სპიკერმა განაცხადა, რომ შეზღუდვა ჩინეთის მოსახლეობის დაახლოებით 35.9 %-ზე ვრცელდება.[3] ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონები: ჰონგ-კონგი და მაკაო ამ შეზღუდვიდან მთლიანად განთავისუფლებულები არიან. შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება ჩინეთში მცხოვრებ უცხოელებზეც.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f8/One_child_policy.jpg/640px-One_child_policy.jpg)
2015 წლის 29 ოქტომბერს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებით ერთი ბავშის პოლიტიკა ორი ბავშის პოლიტიკამ ჩაანაცვლა[4][5][6][7].