ჩინეთის კომუნისტური პარტია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინეთის კომუნისტური პარტია (ჩკპ) (ჩინ: 中國共産黨|中国共产党) — წამყვანი და მმართველი პოლიტიკური პარტია ჩინეთში, ასევე ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია მსოფლიოში. დაარსდა 1921 წელს და ხელისუფლებაში მოვიდა ჩინეთის ნაციონალური სახალხო პარტიის სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ.
სწრაფი ფაქტები ჩინეთის კომუნისტური პარტია, ხელმძღვანელობა ...
ჩინეთის კომუნისტური პარტია | |
---|---|
中国共产党 | |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | სი ძინპინი |
გენერალური მდივანი | სი ძინპინი |
ისტორია | |
დაფუძნდა | ივლისი 1921 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
კომუნიზმი მარქსიზმ-ლენინიზმი |
ფერები | |
შტაბ-ბინა | პეკინი, ჩინეთი |
ოფიციალური საიტი |
დახურვა
პარტიის საბოლოო მიზანი — კომუნისტური საზოგადოებრივი წესწყობილების განხორციელება. ჩინეთის კომუნისტური პარტია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მარქსიზმ-ლენინიზმისა და მაო ძედუნის იდეებით, დენ სიაოპინის და ძიან ძემინის თეორიებით .
ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გააჩნია ოფიციალური (შიდაპარტიული არჩევნების შედეგად არჩეული) და არაოფიციალური (უმაღლესი პარტიული ორგანიზაციების მიერ დანიშნული) ორგანიზაციები ჩინეთის ხელისუფლების ყველა იერარქიაში და საზოგადოების სხვადასხვა სფეროში.