From Wikipedia, the free encyclopedia
ელიაწმინდა — სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ელიაწმინდა, ანი, ჭვინთა).
სოფელი | |
---|---|
ელიაწმინდა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
თემი | ელიაწმინდა |
კოორდინატები | 41°42′33″ ჩ. გ. 42°57′11″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1440 მ |
მოსახლეობა | 116[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდ. ლერწიანის (ფოცხოვისწყლის მარცხენა შენაკადი) სათავეებთან, ზღვის დონიდან 1440 მ-ზე, ქალაქ ახალციხიდან 10 კმ-ის დაშორებით. 2014 წლის აღწერით სოფელში 116 მცხოვრებია.
სოფელი ისტორიული სამცხის ნაწილია. სახელი უნდა მომდინარეობდეს წმინდა ელიას ეკლესიისგან, რომელიც იქ ადრე მდგარა. 1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ ელიაწმინდა გაუკაცრიელებულ სოფლად მოიხსენიება. ამ დროს ის ახალციხის ლივის მზვარის ნაჰიეში შედიოდა. 1829 წელს ელიაწმინდა სამცხესთან ერთად რუსეთის იმპერიას შეუერთდა. 1870 წელს აქ 4 კომლი ცხოვრობდა. 1944 წელს სოფლის მუსულმანური მოსახლეობა შუა აზიაში გადაასახლეს. 1949 წელს სოფელ ელიაწმინდას შეუერთდა ელიაწმინდის სასოფლო საბჭოს სოფელი ყურთუბანი.[2]
ისტორიულ ძეგლთაგან სოფელში ერთიც არ გადარჩენილა. სოფლის ჩრდილოეთით ღრმა ტყიან ხეობაში, ქედის კეხზე, აღმართულია ერთნავიანი ეკლესია, რომელიც ცნობილია ბოწორისის სახელწოდებით.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 116 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.